შსს-მ ჩიქოვანის ქუჩაზე დამწვარი ბინის მეპატრონე დააკავა

22:51 02-12-2019
36

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხილიანზე დამწვარი საცხოვრებელი სახლის მეპატრონე დააკავა. გამომძიებლებმა ის დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ოფიციალური  ინფორმაციით, დაკავებული 1989 წელს დაბადებული დ.ვ.-ა. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

ავტორი: თეონა აბესაძე