მიხეილ სააკაშვილი: დავით კირკიტაძე ძალიან მალე იქნება თავისუფალი

21:37 02-12-2019
272

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დავით კირკიტაძე ძალიან მალე იქნება თავისუფალი. ამის შესახებ მიხეილ სააკშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"რეალურად, სრულიად მოგონილი ბრალდებით, რომ როდესაც დემონსტრაციას ავტობუსით უკანონოდ გადაუკეტეს გზა, მან ავტობუსის ფანჯარას ჩაარტყა ფეხი ისე, რომ ფანჯარაც არ დაუმტვრევია და ვიღაც პოლიციელი ამბობს, რომ კირკიტაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის გამო კიდევ ორი თვით გაუგრძელეს პატიმრობის ვადა. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი საორგანიზაციო სტრუქტურის ხელმძღვანელი, პრაქტიკულად, პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ჩვენი რეგიონალური მდივანი აღმოჩნდა ციხეში. ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი არის ციხეში, დათო კირკიტაძე არის ციხეში, მე ვერ შევსულვარ ქვეყანაში და ოპოზიცია არის ასეთ მდგომარეობაში. დათო კირკიტაძე არის გაბედული და მაგარი ადამიანი, მე ქედს ვიხრი მისი გამბედაობის წინაშე. ძალიან მალე დათო იქნება თავისუფალი, ისევე როგორც საქართველო იქნება თავისუფალი. მათ ვერ აპატიეს დათოს ის, რომ მიუხედავად ყველა გაყალბებისა და მანიპულაციებისა, დათოს ხელმძღვანელობით რუსთავში მაინც მოვიგეთ გაყალბებული არჩევნების მეორე ტურიც. დათო კირკიტაძემ ამაში მთავარი როლი ითამაშა“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.