ბახტრიონზე, ყვითელი ავტობუსი ავტომობილს შეეჯახა - დაშავებულია ერთი ადამიანი

20:58 02-12-2019
123

ბახტრიონის ქუჩაზე #42 მუნიციპალური ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია