რუსეთი გლობალური ინტერნეტიდან დროებით გაითიშება

18:05 02-12-2019
93

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ  „ავტონომიური იტნერნეტის“ შესახებ კანონპროექტს ხმათა უმრავლესობით  მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან საცდელ გათიშვას გულისხმობს.

კანონპროექტი უზრუნველყოფს რუსეთის შიგნით ინტერნეტის მუშაობას მაშინაც კი, თუ საზღვარგარეთის სერვერებზე წვდომა შეწყდება.

საცდელი გათიშვის დროს, რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შორის გაცვლილი მონაცემები ქვეყნის შიგნით დარჩება და მათი საერთაშორისო დონეზე გადამისამართება არ მოხდება.

აღნიშნული ცდის ჩატარება 1 აპრილამდე იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

კანონპროექტის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მორიგი მცდელობაა, გაზარდოს სახელმწიფო კონტროლი ინტერნეტზე.

კანონპროექტის ავტორები კი განმარტავენ, რომ „ავტონომიური ინტერნეტის“ შექმნა ქვეყნის კიბერ-უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.

ავტორი: მარიამ გიგანი