ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკა 1713960357

გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის უმასპინძლა.  სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხი, სასკოლო სივრცეში მშვიდობის განათლების ინტეგრირების პერსპექტივები და განათლების სხვადასხვა საფეხურზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს. გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა საბინე მახლის არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროსა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით განხორციელდა. თავის მხრივ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.  შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს. სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდა.

გლოვა

საზოგადოება 1713960315

თბილისის 139-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის 139-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:“სსიპ ქალაქ თბილისის 139-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ყველასთვის ძვირფასი და საყვარელი ქალბატონი ლალი დეკანოზიშვილი, რომელიც ამ სკოლის დაარსების დღიდან 57 წელი ერთგულად ემსახურებოდა საყვარელ საქმეს.მთელი კოლექტივის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს…ქედს ვიხრით და მადლობას ვუხდით ქალბატონ ლალის იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც მიუძღვის ჩვენი სკოლის წინაშე.მშვიდობით, ნათელი თქვენს სულს” 

პრემიერი

პოლიტიკა 1713960290

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა.მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კონფერენციის გახსნით სესიაზე.საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

თორნიკე რიჟვაზე

პოლიტიკა 1713959773

ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი აშენდება -  მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.„ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო დანგრეული, გაუბედურებული პროექტების სანაცვლოდ აეშენებინა და ბოლომდე მიეყვანა ახალი პროექტები. აშენდა ყველასთვის ნანატრი ბათუმის სტადიონი, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და ასევე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავაშენოთ, დავასრულოთ ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც უმასპინძლებს, უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, 2025 წელს გასამართ ზამთრის ოლიმპიადას. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ყველა სამინისტროს, რომელიც ეხმარება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღნიშნული პროექტების განხორციელებაში” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.მასშტაბური პროექტის განხორციელებით ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.ყინულის არენის და ორი აუზის მოწყობა საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. პროექტის ახალ ეტაპზე იზრდება ორივე შენობა-ნაგებობის მთლიანი სივრცული მოცულობა, იცვლება და უმჯობესდება შენობების არქიტექტურულ-ვიზუალური მხარე.ცნობილია, რომ ყინულის მოედანი  2025 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ლაზარე გრიგორიადისი

სამართალი 1713959493

ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვა.საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი დღეს გამოსცა.თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი.