ავარია ხაშურში - დაშავებულს ორი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

16:11 02-12-2019
2061

ხაშურში 29 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა, შემთხვევა ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა, თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ავტომობილი გაუფუჭდა, როდესაც გადმოდიოდა, გამვლელმა მანქანა დაეჯახა. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

დაშავებული "გორმედის" ქსელის ხაშურის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

„პაციენტი მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. მას  თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, ღვიძლის და ჯორჯალის დაზიანება და ორივე ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება“, - აცხადებს საავადმყოფოს კლინიკური დიერქტორი კობა გელაშვილი "პრაიმტაიმთან". 

29 წლის მამაკაცს 2 სასწრაფო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მას მესამე ოპერაციას რამდენიმე წუთში გაუკეთებენ. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276მუხლის  1 ნაწილი დაიწყო.

 

 

მახო მიქელაძე