ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა ტექნიკის ქურდობისთვის დააკავეს - "კურიერი"

15:36 02-12-2019
717

ნორვეგიაში, ელექტრო ტექნიკის ქურდობის ფაქტზე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა დააკავეს, რომელიც აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი2 ავრცელებს. 

კურიერის ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ასევე საჯარო მოხელეა და მასაც ტექნიკის ქურდობა ედება ბრალად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ საკუთარ ცოლის ძმაზე ინფორმაცია არ გააჩნია, ზარდიაშვილი ამბობს, რომ არც ის იცის სად იმყოფება მისი ნათესავი.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ბოდიში, თუ შეიძლება, კანონპროექტი გამაქვს გადავიკითხავ.

როგორ გითხრათ ახლა სად არის ჩემი ცოლის ძმა. სად არის თქვენი ცოლის ძმა? თქვენი ქმრის ძმა? ძმის ცოლი სად გყავთ?-რავიცი. არ მინახავს არ მაქვს ხშირი ურთიერთობა. რატომ მესაუბრებით არასერიოზულ კითხვებზე. ბოლოს ვიცი რომ უნდა ყოფილიყო პოლონეთში, სწავლობს დოქტორანტურაში.ორი კვირაა არ მინახავს. არ მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, დავურეკავ დავაზუსტებ,“-ამბობს ზარდიაშვილი.

კითხვაზე არის თუ არა მისი ცოლის ძმა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი, ზარდიაშვილი ამბობს, რომ „არ ახსოვს“.