რამ გაანაწყენა, რეპის დედოფალი Cardi B, რომელმაც "გრემის" ჯილდო დაიმსახურა - ვიდეორგოლი

15:04 02-12-2019
595

ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი კარდი ბი(Cardi B), რომელიც რამდენიმე ხნის წინ, რეპის დედოფლად გამოაცხადეს, გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე, ნომინაცია - წლის საუკეთესო ალბომი(Invasion Of Privacy), მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

მომღერალი, პრიზის გამო გააკრიტიკეს, რაზეც სასტიკად განაწყენებულმა, 26 წლის რეპერმა, ინსტაგრამის პირადი გვერდზე, პოსტი გამოაქვეყნა:

მახსოვს, რომ გასული წლის დაჯილდოების ცერემონიაზე, როცა ჩემმა ალბომმა Bodac Yellow პრიზი, ვერ დაიმსახურა, აცხადებდნენ, რომ -კარდი დაისაჯა. წელს კი, რატომღაც ჩემი პრიზი, საზოგადოებისთვის პრობლემა გახდა. ჩემმა ალბომმა, ორჯერ მოიპოვა, პლატინის სტატუსი და ამავე დროს საუკეთესო ათეულში მოხვდა, ხშირად, პირველი ადგილზეც იყო. მიუხედავად ჩემი ორსულობისა, 3 თვის განმავლობაში, სტუდიაში ვმუშაობდი, ღამეებს ვათენებდი, - წერს კარდი.

როგორც ჩანს, მომღერალი, მართლაც განაწყენდა საზოგადოების იმ ნაწილზე, ვისაც მისი გამარჯვება არ გაეხარდა. სასტიკად გაბრაზებულმა, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ინსტაგრამის პირადი გვერდი გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ ჰიპ-ჰოპის დედოფალი, მომღერალი Cardi B, გასული წლის ზაფხულში, დედა გახდა. 25 წლის რეპერს გოგო შეეძინა, რომელსაც კულტარ კიარი ცეპუსი დაარქვეს. ორსულობის პერიოდში კარდი, სოციალურ ქსელში, საკმაოდ თამამ ფოტოებს აქვეყნებდა.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლები:  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე