საქართველოს სუპერთასს სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა

14:57 02-12-2019
32

საქართველოს სუპერთასს სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა

ფეხბურთში საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ დღეს გამართულ აღმასრულელები კომიტეტის სხდომაზე მიიღო. ამის გარდა, შეიცვალა თასის დიზაინიც. ახალი დიზანით შექმნილი, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი 24 თებერვალს გორში გამოვლინდება. ტიტულისთვის ქვეყნის ჩემპიონი საბურთალო და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის  ტორპედო იბრძოლებენ.

width=566

აღმასკომმა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზეც იმსჯელა. კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. სფფ-ის XXIX საარჩევნო ყრილობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
2. 2019 წლის კლუბების ლიცენზირების შედეგების შესახებ;
3. საქართველოს 2019 წლის XXXI ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXX გათამაშების დებულების და სადისციპლინო კოდექსის დამტკიცების შესახებ;
4. კლუბების ეროვნული ლიცენზიების დებულებების 2019 წლის რედაქციის დამტკიცების შესახებ;
5. შიდა ტრანსფერებისას ფეხბურთელების წვრთნის და აღზრდის კომპენსაციების რეგულაციების დამტკიცების შესახებ.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

„მოახლებული 29-ე საარჩევნო ყრილობისთვის დამტკიცდა საჭირო საპროცედურო რეგლამენტი, აგრეთვე დამტკიცდა ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება. მოვისმინეთ ლიცენზირების კომიტეტის მოხსენება 2018 წლის ლიცენზირების შედეგებთან დაკავშირებით და აგრეთვე დამტკიცდა ახალი, 2019 წლის დებულება საკლუბო ლიცენზირების კუთხით. აგრეთვე, გამოვარჩევდი ერთერთ მთავარ საკითხს - 2018 წელს მუშაობდა ჯგუფი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის კახა ჭუმბურიძის ხელძღვანელობით, სადაც ჩართულები იყვნენ ლიცენზირების განყოფილების უფროსი და გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი. ჯგუფის მუშაობის შედეგად და სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის, საფეხბურთო სკოლის თხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით, ფეხბურთელების წვრთნისა და აღზრდის კომპენსაციის რეგულაციები  ახალი რედაქციით იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ყველაფერი მორგებულია საფეხბურთო კლუბებისა და სკოლის თხოვნასა და სურვილზე, შესაბამისად ახალი სეზონიდან ახალი რეგუალციები გვექნება, რაც ხელს შეუწყობს საფეხბურთო სკოლებისა და კლუბების განვითარებას“. - განაცხადა მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი - ლევან კობიაშვილი მიიღებს.