დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება (ვიდეო)

14:39 02-12-2019
59


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დღეს კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, პატიმრობის შუნარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.  მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.