პუტინის ახალი კიბერ-სტრატეგია: რუსეთში ინტერნეტის გათიშვას გეგმავენ

14:26 02-12-2019
312

რუსეთის ხელისუფლება გლობალური ინტერნეტიდან დროებით გათიშვას გეგმავს. ამის მიზეზად ქვეყნის კიბერ-თავდაცვის შემოწმება სახელდება.

საცდელი გათიშვის დროს, რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შორის გაცვლილი მონაცემები ქვეყნის შიგნით დარჩება და მათი საერთაშორისო დონეზე გადამისამართება არ მოხდება.

აღნიშნული ცდის ჩატარება 1 აპრილამდე იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

გლობალური ინტერნეტიდან რუსეთის გათიშვა ახალი კანონპროექტის ფარგლებში განიხილება.

გასულ წელს, რუსეთის პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობის მიზნით, ტექნიკური ცვლილებების გატარებას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს, საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ საგარეო საფრთხის დროს, რუსეთის ინტერნეტის იზოლირებას.

იგეგმება ინტერნეტ-მისამართების რუსული სისტემის შექმნა, რომელიც მაშინაც კი იმუშავებს, თუ სერთაშორისო დონეზე განლაგებულ სერვერებთან წვდომა შეწყდება.