ზაზა სარალიძე ხვალ მთავარ პროკურორს შეხვდება

14:17 02-12-2019
34

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხვალ, 16:00 საათზე, მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდება.

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ თავისი ინიციატივით იმყოფებოდა პროკურატურაში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში პროტესტის ნიშნად პროკურატურის ეზოში იჯდა, შემდეგ მას ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია და პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ შალვა თადუმაძე მოგვიანებით შეხვდებოდა.

შალვა თადუმაძესთან ზაზა სარალიძეს სამი საკითხის გარკვევა აინტერესებს. ერთის  - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების, რომელიც მიმდინარეობს შსს-ში, საქართველოს გენერალური პროკურატურა კი მასზე საპროცესო მხარდაჭერას ახორციელებს. მეორე საქმე, რომელზეც ზაზა სარალიძეს სურს გენერალური პროკურორთან საუბარი, როგორც თავად აღნიშნავს, არის „კარვების საქმე“. ამ საქმეს იძიებს შსს-ს გენერალური ინსპექცია. მესამე საქმეზე კი, სადაც ზაზა სარალიძე ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში, სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა.