10-დან 7 ქართველი! ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

13:15 02-12-2019
975

 

ცოტა ხნის წინ ძიუდოს ფედერაციის საერთაშორისო ვებ-გვერდმა მსოფლიო რეიტინგის განახლებული სია გამოაქვეყნა, რაც ქართველებისთვის საკმაოდ სასიამოვნო უნდა იყოს.

მსოფლიო რეიტინგის ათეულში 7 ქართველი ძიუდოისტია შეყვანილი, მათგან ორი კი სხვა ქვეყნის სახელით გამოდის.

რეიტინგს 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი ლიდერობს, მეორე ადგილს კი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იკავებს. მესამე პოციზიაზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იმყოფება.

რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:

1. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2. გურამ თუშიშვილი (საქართველო)
3. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
4. საიდ მოლაი (ირანი)
5. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
6. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
7. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
8. კრისტიან ტოთი (უნგრეთი)
9. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
10. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)