ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ბექა ჩხაიძე

პოლიტიკა 1713976010

ბექა ჩხაიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ტენდერი და მუსიკაო - ნაცების დროს ცოცხლად ატყავებდნენ ბიჭებს და ეს რაზე წუწუნებს

 ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო - ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ბექა ჩხაიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ ოჯახურ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდამსხმაში მსჯავრდადებულ ლაზარე გრიგორიადისზე, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა.მისი თქმით, იმ დროს რომ ერთი საათით შეეხედა გრიგორიადისს გლდანის ციხეში, ინტერვიუს კი არა, მისი წივილი დაანგრევდა ქვეყანას. "რა ტანჯვა წამება გადაუტანია ამას, ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს. იმ დროს რომ შეეხედა ამას ერთი საათით გლდანის ციხეში, ინტერვიუს კი არა, ამის წივილი დაანგრევდა ქვეყანას. ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო" წერს ბექა ჩხაიძე Facebook-ზე.

რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი

მსოფლიო 1713975940

რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდეს.ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა "მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ევროპის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზაში", მაგრამ ჟურნალისტის კითხვაზე, შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების, "ტაურუსების" კიევისთვის მიწოდებაზე, შოლცმა აღნიშნა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუწოდებია იმდენი თავდაცვის სისტემა, რამდენიც გერმანიას, თუმცა მისი გადაწყვეტილება "ტაურუსთან" დაკავშირებით არ შეიცვლება."გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთად დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენი აშკარა მიზანია მხარდაჭერა, რათა უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ნატო-ს ქვეყნები, არ ვართ ომში რუსეთთან. აშშ-ის გადაწყვეტილება არ გვათავისუფლებს აქ, ევროპაში ჩვენი მხარდაჭერის შემდგომი გაფართოებისგან, რათა ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა აგრესიისგან. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოოთ ეს, ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რათა შევქმნათ გაუმჯობესებული ჩარჩო ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. მიუხედავად ამისა, ჩემი გადაწყვეტილება არის ძალიან ნათელი "ტაურუსის" გაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება ასევე ნათელია იმ მხრივ, რომ ჩვენ კვლავ ვიქნებით უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროპაში". – განაცხადა შოლცმა.​თავის მხრივ, სუნაკმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის იმის ჩვენება, რომ ევროპა NATO-ს ერთგულია."ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ამერიკელები გადაიხდიან რაიმე საფასურს, აიღებენ რაიმე ტვირთს, თუ ჩვენ ევროპაში არ ვიქნებით მზად ამ მსხვერპლის გასაღებად და ამ ინვესტიციებისთვის და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ", – განაცხადა სუნაკმა.

ბაიდენი

მსოფლიო 1713973852

ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა.„ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ამ კანონის ხელმოწერით აშშ და მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი. ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

ანი ყიფშიძე

ტაბლოიდი 1713973316

ანი ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს

ანი ყიფშიძე გულშემატკივარს მიმართავს.,,ჩემო გვირგვინოსბენო, თქვენ ხართ მხოლოდ ანი ყიფშიძის გვირგვინოსნები და ძალიან მეამაყებით. მიყვარხართ და დიდ მადლობას გიხდით თქვენი ძვირფასი დროის დათმობისთვის და იმისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებთ. ეს ყველაფერი სასიხარულო იმიტომაა, რომ თქვენი გულწრფელი ემოციებით აკეთებთ და ჩემი გესმით...რთული კვირა მქონდა და ცოტა ემოციური ფონიც იყო. ტელეფონები ცოტა ხნით შემოდის და ჩემი გვირგვინოსნების ამდენ შეტყობინებას, რომ ვხედავ, უფრო და უფრო მეტნი ვხდებით ამით ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი“, - ამბობს ანი ყიფშიძე მიმართვაში.

დასრულებული ქორწინება

რჩევები 1713973111

თუ ყოფილი მეუღლე გესიზმრებათ, ეს ექვსი მიზეზი უნდა იცოდეთ: ფსიქოთერაპევტის განმარტება

ადამიანებს ხშირად ესიზმრებათ ყოფილი მეუღლე ან შეყვარებული, თუმცა არა აუცილებლად იმიტომ, რომ კვლავაც უყვართ ისინი, აცხადებენ ფსიქოთერაპევტები.მათი თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის შესაძლა პოსტტრავმატული სტრესული აშლილობაც იყოს.გარდა ამისა, სპეციალისტების განმარტებით, ადამიანს ძილში ექს-პარტნიორი არცთუ იშვიათად ეცხადება, თუ:თავს მარტოსულად გრძნობსთუ თავს მარტოსულად მიიჩნევთ და ამის გამო შეწუხებული ხართ, არ არის გამორიცხული, რომ ყოფილი პარტნიორი ხშირად დაგესიზმროთ. და ეს ნორმალურია. აუცილებელი არ არის, რომ კვლავაც მასთან ყოფნა გინდოდეთ, უბრალოდ, შესაძლოა, ის დრო გენატრებათ, როდესაც მარტო არ იყავით.საქმე ისაა, რომ ადამიანის მეხსიერება, რომელსაც სიყვარული და ურთიერთობები აკლია, ხშირად უბრუნდება იმ მოგონებებს, როდესაც ერთიც ჭარბად ჰქონდა და მეორეც.ყოფილთან უბედური იყოთუ ყოფილი მეუღლე ან შეყვარებული ემოციურად ან ფიზიკურად ძალადობდა თქვენზე, მაშინ ის კიდევ დაგესიზმრებათ გარკვეული ხნის განმავლობაში.საქმე ისაა, რომ ადამიანებს, რომლებმაც რაიმე სახის ტრავმა გადაიტანეს, ხშირად ესიზმრებათ პოსტტრავმატული კოშმარები. ამგვარ სიზმრებს თან ახლავს ძლიერი შიშის შეგრძნება, ასევე ფიზიკური სიმპტომები: ოფლიანობა და გახშირებული გულისცემა.გარდა ამისა, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა ასევე შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დამატებითი სიმპტომებითაც, როგორებიცაა:ოჯახისა და მეგობრებისგან მოწყვეტის შეგრძნება;უგუნური, დაუფიქრებელი ქცევები;ნეგატიური აზრები საკუთარ თავზე.ამიტომ თუ ასეთ სიზმრებს ხედავთ, კარგი იქნება, თუ ფსიქოთერაპევტს მიმართავთ, რომელიც სიმპტომებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.ყოფილი სიყვარული არ დავიწყებიაროგორც ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, მძიმე განშორებით დათრგუნული ადამიანები, როგორც წესი, ხშირად ხედავენ ერთსა და იმავე თემაზე სიზმრებს თავიანთი ყოფილების მონაწილეობით.ამიტომ თუ ერთი და იგივე ზმანებები გესიზმრებათ იმ კარგ დროზე, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად იყავით, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ყოფილი ჯერ კიდევ არ დაგვიწყებიათ, ან ურთიერთობა ბოლომდე არ დაგისრულებიათ.ახალი შეყვარებული რაღაცით ჰგავს ყოფილსთუ უკვე ახალი პარტნიორი გყავთ, მაგრამ ყოფილი სიყვარული მაინც გესიზმრებათ, ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:გსურთ ყოფილის დაბრუნება;ყოფილის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რომლებიც იმ ძველი დროიდან გენატრებათ;ახალი პარტნიორი რაიმე ნეგატიური შაბლონით გაგონებთ ძველს, მაგალითად იმით, რომ მასავით არ გისმენთ, ან მასავით ელოდება, რომ ყველა პრობლემას თქვენ გადაჭრით.აქვს შინაგანი კონფლიქტებიშესაძლოა შესანიშნავად გესმით, რატომ დაშორდით ექს-პარტნიორს, რა თვისებები არ მოგწონდათ მასში, მაგრამ მაინც განაგრძობთ მასზე ოცნებას. ამიტომ თუ ყოფილი გესიზმრებათ, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ საკუთარ თავთან „საქმის გარჩევები“ არ დაგისრულებიათ, შინაგან კონფლიქტში არ გარკვეულხართ.მაგალითად, გამორიცხული არ არის, საკუთარი თავის მიმართ ქვეცნობიერად გარკვეულ სისასტიკეს იჩენდეთ, ანუ ისევე ცუდად ექცეოდეთ თავს, როგორც თქვენი საყვარელი ადამიანი გექცეოდათ. ამიტომ თითოეული სიზმარი უნდა განიხილოთ როგორც პორტალი საკუთარ ქვეცნობიერში და ყველაფერი გამოარკვიოთ.გათავისუფლდა წარსულისგანთუ ყოფილი პარტნიორი პოზიტიურად გესიზმრებათ, ეს შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ მისდამი გრძნობებისგან სრულად გათავისუფლდით. ანუ გაიაზრეთ, რომ ზრდასრული ადამიანი ხართ და წინ უნდა იაროთ, რომ ყოფილის მადლობელი ხართ, ვინაიდან მან ურთიერთობები გასწავლათ.გამორიცხული არ არის, ექს-შეყვარებული მთელი ცხოვრების განმავლობაში გესიზმრებოდეთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კვლავაც გიყვართ იგი.