ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი შესრულდა

12:37 02-12-2019
120

ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან 9 წელი შესრულდა. 21 წლის სპორტსმენი კანადაში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს ვარჯიშისას დაიღუპა. შემთხვევა ვანკუვერში მოხდა.

ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგით ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. ახალგაზრდა სპორტსმენი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

21 წლის სპორტსმენი საქართველოში 17 თებერვალს ჩამოასვენეს და 20 თებერვალს მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს.