ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

aqcia

პოლიტიკა 1713291129

ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა

პარლამენტის უკანა შესავლელთან ვითარება დაიძაბა - პარლამენტის უკანა შესავლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა.პარლამენტის მიმდებარედ ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები პარლამენტის იმ შესასვლელებთან მისვლას გეგმავენ, საიდანაც უმრავლესობის წევრები მანქანებით, საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ.

აქცია

სამართალი 1713290666

შსს აქციის წევრებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან.აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

კოპენჰაგენი

მსოფლიო 1713290429

კოპენჰაგენში, ბორსენის საფონდო ბირჟის ისტორიული შენობა დაიწვა

კოპენჰაგენში, ბორსენის საფონდო ბირჟის ისტორიულ შენობას ცეცხლი ეკიდა და შენობის ცნობილი ფასადი, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი უძველესია, ჩამოინგრა. ამის შესახებ გამოცემა Ekstra Bladet იუწყება.კოპენჰაგენის ცენტრში დიდი ტერიტორია შემოსაზღვრულია. ცნობილია, რომ ქალაქის პოლიციამ ხანძრის შესახებ შეტყობინება დილით მიიღო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.ბირჟის შენობა აშენდა მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში. იგი ცნობილი გახდა თავისი სპირალური კოშკით. შენობა დაახლოებით 09:00 საათზე ჩამოინგრა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხალხი ცდილობს ხანძრისგან გადაარჩინოს ძვირფასი არტეფაქტები, მათ შორის ნახატები.„დანიის 400 წლიანი კულტურული მემკვიდრეობა იწვის“, - თქვა დანიის კულტურის მინისტრმა იაკობ ენგელ-შმიტმა.ასევე ნახეთ:სასწრაფოდ გადააგდეთ: ამ ტანისამოსს მხოლოდ უბედური ქალები ატარებენVIDEO: „მაქციის სინდრომით“ დაბადებული - ბავშვის დედა ამბობს, რომ ორსულობისას კატის ხორცი ჭამა

აქცია

პოლიტიკა 1713290314

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სპეცრაზმელი

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სპეცრაზმელი. ცოტა ხნის წინ, დაიძრა წყლის ჭავლის მანქანა და სპეცმანქანაც. აქციის მონაწილეების ნაწილი სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესვრის.როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები პარლამენტის იმ შესასვლელებთან მისვლას გეგმავენ, საიდანაც უმრავლესობის წევრები მანქანებით, საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ.

ბლუზა

რჩევები 1713289607

სასწრაფოდ გადააგდეთ: ამ ტანისამოსს მხოლოდ უბედური ქალები ატარებენ

ბედნიერება არის სურვილი, მდგომარეობა, რომლის აღწერა ყოველთვის სიტყვებით შეუძლებელია. თუმცა, ბევრი დამეთანხმება, რომ შინაგანი კმაყოფილება და ცხოვრების სიხარული ხშირად აისახება ადამიანის გარეგნობაზე. საინტერესოა, რომ მოდისა და სტილის სამყაროში არის ნივთები, რომლებიც თითქოს გონების მდგომარეობაზე საუბრობენ. უბედურების ერთ-ერთ ასეთ სიმბოლოს შეიძლება ეწოდოს "ბლუზა".უბედური ქალები ყოველთვის ატარებენ ამ სამოსსბედნიერი და თავდაჯერებული ქალები თავიანთი გარდერობისთვის ირჩევენ მრავალფეროვან ტანისამოსს: პულოვერებს, ბლუზებს, კაბებს. ისინი აფასებენ ხარისხიან მასალებს, კარგად მორგებულ და სხვა ნივთებთან თავსებად სამოსს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ ზედა ტანსაცმელს "ბლუზას" უწოდებენ. ეს ტერმინი ატარებს არა მხოლოდ დამამცირებელ მნიშვნელობას, არამედ ასახავს გარკვეულ სტილს და მიდგომას ტანსაცმლის არჩევისას.როგორ ამოვიცნოთ გარდერობის ეს „ანტიგმირი“? ჯერ ერთი, ეს არის იაფი მასალებისგან დამზადებული და არანაკლებ მნიშვნელოვანია დეკორაციის ჭარბი რაოდენობა: არშიები, მაქმანები, ბუმბულები, ბრჭყვიალა დეტალები, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოსახულებას დახვეწილობას უნდა ჰმატებდეს, მაგრამ სინამდვილეში მას არაპროპორციულად და გროტესკულადაც კი აქცევს. ასევე ღირს ყურადღების მიქცევა გაურკვეველ პრინტებსა და ფერებზე, რომლებიც არ ერწყმის ერთმანეთს და ქმნის დაუმთავრებელი ნამუშევრის შთაბეჭდილებას. ეს სტილი ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა თავდაჯერებული ქალები არჩევენ მოხერხებულობას, და პრაქტიკულობას, სტილსა და ელეგანტურობაზე. შედეგად, მათი გარდერობი ხდება მოსაწყენი და ერთფეროვანი, მოკლებული ინდივიდუალურობასა და ორიგინალურობას. ისინი კარგავენ პროპორციას სილამაზესა და მიზანშეწონილობას შორის;მაგრამ ტანსაცმლის არჩევის ბედნიერება მხოლოდ სტილში და მოდის ტენდენციებში კი არ არის, არამედ თავდაჯერებულობაშიც, ტანსაცმლის საშუალებით საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვის საშუალებაში.  როდესაც ქალი ირჩევს იმ ნივთებს, რომელშიც კომფორტულად გრძნობს თავს, ეს აისახება არა მხოლოდ მის გარეგნობაზე, არამედ მის განწყობასა და საერთო კეთილდღეობაზე.ასევე ნახეთ:შორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა„ბიჭია და გიოს დავარქმევთ...“ - რას ჰყვება ზუკა ხუციშვილი, რომელიც მალე მამა გახდება