"არც "ვივუსის" ვალი მაქ ხალხნო... არც ჰონორარი მომითხოვია" - ვინ არის ბიჭი, რომელიც ხატია წერეთლის ახალ კლიპში მონაწილეობს

12:04 02-12-2019
7777

ქართველი მომღერლის, ხატია წერეთლის ახალ კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები განსაკუთრებით კლიპში მონაწილე ბიჭის ვინაობით ინტერესდებოდნენ, რომლის ზურგსაც მომღერალი კლიპის ბოლოს "პორჭყნის".

ბლოგერ გურამ შეროზიას ვრცელ სტატუსს თავად იმედა ვახტანგიშვილმა უპასუხა:

"არც ბანკი მასახლებს, არც ვივუსის ვალი მაქ ხალხნო, არც დამათვრეს და არც მაიძულეს. არც ჰონორარი მომითხოვია, ეს იყო შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდი ჩვეულებრივ, უბრალოდ დატკბით მეგობრებო თქვენი ცხოვრებით, და იყავით მეტად პოზიტიურები”- წერს იმედა ვახტანგიშვილი.