"საშინელი უბედურება მოხდებოდა... როდემდე უნდა ატაროთ ძალით ეს ავტობუსები!" - ნინო ორდენიძე

11:13 02-12-2019
8069

"ევროპული საქართველოს" წევრი ნინო ორდენიძე სოციალურ ქსელში დედაქალაქის ხელისუფლებას წყნეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

"34 ნომერი ავტობუსი წყნეთის გზაზე, გზიდან გადავარდა და ეს ხეები რომ არ ყოფილიყო და რო არ გაეჩერებინათ ალბათ საშინელი უბედურება მოხდებოდა! უკვე წლებია ამ ავტობუსებით სიარული ფაქტიურად შეუძლებელია! არ ვიცი როდემდე უნდა ატაროთ ძალით ეს ავტობუსები!", - წერს ნინო ორდენიძე.

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებულები.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.