"I love you, Whitney" - უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებიდან, 7 წელი გავიდა - ვარსკვლავის უკანასკნელი სიმღერა

14:06 02-11-2019
902

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი და მოდელი უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი(Whitney Elizabeth Houston) დაიბადა, 1963 წლის 9 აგვისტოს აშშ-ის ქ. ნიუარკში - გარდაიცვალა, 2012 წლის 11 თებერვალს, ბევერლი-ჰილზში(კალიფორნია, აშშ).  

2009 წელს, მომღერალი, გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიერ დასახელდა, როგორც ყველა დროის, ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი მომღერალი. აგრეთვე, ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია - 200 მილიონი გაყიდული დისკით. გამოცემული აქვს, შვიდი სტუდიური და ორი საუნდტრეკული ალბომი, რომლებიც აღინიშნა ალმასის, მრავალი გზის პლატინის, პლატინის ან ოქროს სერტიფიცირებით. ჰიუსტონის მოხვედრამ მუსიკალურ ჩარტებში და აქტიური გამოჩენა MTV-ის ეთერში, დაწყებული სიმღერით „How Will I Know“, შთააგონა სხვა აფრო-ამერიკელი შემსრულებელი ქალებიც.

2012 წლის 11 თებერვალს, ჰიუსტონი, ბევერლი-ჰილტონის ნომერში, გარდაცვლილი იპოვნეს. ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იგი ტრაგიკულად დაიხრჩო აბაზანაში, ხოლო ხელშემწყობ მიზეზებად, გულის შეტევა და კოკაინის გამოყენება დასახელდა. მისი გარდაცვალების ამბავი, დაემთხვა, გრემის 2012 წლის დაჯილდოებას და ფართოდ იქნა განხილული, ამერიკულ და საერთაშორისო პრესაში.

ცნობილია, რომ 1980-იან წლებში, ჰიუსტონს, რომანი ჰქონდა ამერიკელ ფეხბურთელ რენდელ კანინგემთან და შემდეგ კი, მსახიობ ედი მერფისთან. რიტმ-ენდ-ბლუზური მომღერალი ბობი ბრაუნი, უიტნიმ, 1989 წელს, Soul Train-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გაიცნო. ვარსკვლავების სამწლიანი ურთიერთობა, 1992 წლის 18 ივლისს, ოფიციალური ქორწინებით დაგვირგვინდა. 1993 წლის 4 მარტს, წყვილს, ქლიშვილი ბობი კრისტინა შეეძინა. ბრაუნს, წლების განმავლობაში ბევრი უსიამოვნება შეემთხვა, რაც ზოგ შემთხვევაში, ციხეში მოხვედრით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 9 თებერვალს, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, უიტნი, მომღერალ ბრენდის და მონიკა კლაივ დაივისს წვეულების რეპეტიებზე ესტუმრა. ამავე დღეს, გამოჩნდა კელი ფრაისთან ეთად სცენაზე, ჰოლივუდში და შეასრულა სიმღერა Jesus Loves Me-(იესოს ვუყვარვარ), რომელიც მისი უკანასკნელი შესრულება აღმოჩნდა. 2 დღის შემდეგ, 11 თებერვალს ბევერლი ჰილტონის სასტუმროში, ტრაგედია დატრიალდა. უიტნი, უგონო მდგომარეობაში, საუთარი ნომრის(434) აბაზანაში, გარდაცვლილი იპოვნეს. ბევერლი ჰილსის პარამედიკოსებმა, 2 საათსა და 55 წუთზე, უიტნი ჰისტონი, გარდაცვლილად გამოაცხადეს. პოლიციამ განაცხადა, რომ სხეულზე კრიმინალური კვალი არ იყო. 2012 წლის 22 მარტს გამოქვეყნდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ფსიქოტროპული წამლებისა (რომელსაც ექიმის რეცეპტით იღებდა) და ალკოჰოლის ურთიერთქმედებამ მომღერლის გაგუდვა გამოიწვია. 

უიტნის გარდაცვალების ამბავი რომ შეიტყო, მნახველების თქმით, ბობი ბრაუნი (ყოფილი მეუღლე) დაუფარავ ემოციებს გამოხატავდა, ტიროდა და საშინელ მდგომარეობაში იყო. თუმცა, მან არ მოხსნა მისისიპის კოცერტი, რომელიც ამ ამბიდან რამდენიმე საათში იწყებოდა. კონცერტზე დამსწრეთა თქმით, ბობი ტირილს ვერ იკავებდა, ცაში კოცნას გზავნიდა და ჩურჩულებდა: I love you, Whitney. რომელიც ამბობდა რომ უიტნის სიკვდილი, გამოწვეული იყო გულის შეტევითა და შემდგომ დახრჩობით. პასუხმა აჩვენა, რომ მის ორგანიმში, ნაპოვნი იქნა ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და ანტიდეპრესანტების კვალი.

უიტნი ჰიუსტონი, მსოფლიოაში, ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ქალია, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული. მან დაამყარა რეკორდი, როგორც ყველაზე მეტი, ამერიკული მუსიკის ჯილდოს მფლობელი ქალი, ასევე ერთადერთი ქალი, რომელმაც ერთ ღამეში, 8 ამერიკული მუსიკის ჯილდო მიიღო(ეს მიღწევა აქვს მხოლოდ მაიკლ ჯექსონს). 

უიტნი ჰიუსტონი, 2012 წლის 18 თებერვალს, ნიუ ჰოუფის ბაფტისტურ ეკლესიაში, ნიუ არკში დაკრძალეს - ადგილი, სადაც უიტნი ადრეულ ასაკში, ეკლესიის გუნდში მღეოდა. ცერემონია, 4 საათს გრძელდებოდა. შემსრულებლებთა შორის იყვნენ სტივი უანდერი, სისი ვაინანსი, ალიშა კისი. დაკრძალვას ესწრებოდნენ კევინ კოსტნერი, კლაივ დეივისი, მერაია ქერი, ოპრა უინფრი, რიკი მაინორი, დიონ ვორვიკი, რეი ბატსონი, რომელიც უიტნის დავცის თანამშრომელი იყო, ბოლო 11 წლის განმავლობაში. ცერემონიალზე, ასევე  უნდა ემღერა არეტა ფრანკლინსაც, მაგრამ ავადმყოფობის გამო, მისვლა ვერ მოახერხა. უიტნი დაკრძალეს კვირას, 19 თებერვალს ფეირვიუს სასაფლაოზე ვესტდილდში, ნიუ ჯერსში, მისი მამის გვერდით, რომელიც  2003 წელს გარდაიცვალა.

ნიუ ჯერსის გუბერნატორის, კრის კრისთის ბრძანებით, ნიუ ჯერსში, უიტნი ჰიუსტონის საპატივსაცემოდ, დროშები დაეშვა.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე