როგორ იზეიმეს ბორჯღალოსნებმა რუმინეთთან გამარჯვება (ვიდეო)

14:04 02-11-2019
148

9 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად რუმინეთის ნაკრები 18:9 დაამარცხა.

მოედანზე ბორჯღალოსნების სიხარულმა გასახდელშიც გადაინაცვლა და ქართველმა მორაგბეება რუმინეთის დამარცხება ქართული ცეკვით აღნიშნეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს გამართავს. ქართველი მორაგბეების მეტოქე ესპანეთის ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.