გიორგი შველიძე, ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზის მფლობელი გახდა (ვიდეორგოლი)

12:02 02-11-2019
46

ფილმი „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი.  ამ ნომინაციის ჯილდოსთვის გიორგი შველიძესთან ერთად იბრძოდნენ ფილმების „Girl“-სა და „The Rider“-ის ოპერატორები. ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოებამ გამარჯვებული 9 თებერვალს, ღამით გამოავლინა. 

გამარჯვების შემდეგ, პირველი ინტერვიუ გიორგი შველიძემ, უცხოურ მედიას უკვე მისცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება არა მხოლოდ მისი, არამედ, სხვა კინემატოგრაფისტების გამარჯვება და სტიმულია, აკეთონ საკუთარი საქმე. რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე“, არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია.

ASC Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების 100 წლის იუბილეს დაემთხვა, 9 თებერვალს, ოცდამეცამეტედ გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, გამარჯვებულთა ვინაობა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ზაზა ხალვაშის ფილმი ნამე, ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, 2019 წლის ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კონკურსში წარსადგენად. თუმცა, ამერიკის კინოაკადემიის უცხოენოვანი ფილმების საბოლოო სიაში, ფილმი ნამე ვერ მოხვდა. 

იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი: ​



ავტორი: რუსა ღვანიძე