2019 წლის 5 თებერვალს, ჩინური კალენდრის მიხედვით, ყვითელი ღორის წელი დადგა - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

14:19 02-05-2019
462

ჩინური კალენდრის მიხედვით, 2019 წელი, ყვითელი ღორის წელია. ასტროლოგები ამბობენ, რომ საერთო ჯამში, ღორის წელი მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება, მთელი მსოფლიოსთვის.

ღორის წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, 2019 წლის 5 თებერვალს დადგება, თუმცა მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ღორის წელთან შესახვედრად, დღესასწაულს, 31 დეკემბერს აწყობენ და შესაბამისად ემზადებიან.

ასტროლოგები ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღორის წელს შეხვდეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში, იყოთ მათ გვერდით, ვინც ნამდვილად გიყვართ და ვისაც ნამდვილად დიდ პატივს სცემთ. უნდა აჩვენოთ სამყაროს, თუ რა ძლიერი და მყარი კავშირი გაქვთ თქვენი ოჯახის უხუცეს წევრებთან, რომ დიდ პატივს სცემთ წინაპრებს. სადღესასწაულო სუფრაზე, წარსულისა და მომავალის შერწყმა უნდა ჩანდეს. ასტროლოგების მტკიცებით, ამ შემთხვევაში სამყაროსგან ბევრ შესაძლებლობას მიიღებთ.

ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, ღორის წელში, ფულის მონეტები უნდ აჩუქოს ოჯახის ახალგაზრდა წევრებს, უხუცესმა ადამიანმაც, როგორც დაუქორწინებლებს, ასევე დაქორწინებულებს. 

სახლი მორთეთ ყვავილებით, თუმცა აუცილებლად ცოცხალი ყვავილები უნდა იყოს, ხელოვნურ ყვავილებს ნუ იყიდით. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ თუ ახალ წელს, სხვადასხვაგვარი ყვავილებით მორთულ სახლში შეხვდებით, ის წელი ბედნიერების მომტანი იქნება.

ძველი, ჩინური ლეგენდის თანახმად, ბუდასთან გამოსამშვიდობებლად მისულმა ცხოველებმა ვირთხამ, ხარმა, ვეფხვმა, კურდღელმა (კატამ), დრაკონმა, გველმა, ცხენმა, თხამ (ცხვარმა), მაიმუნმა, მამალმა, ძაღლმა და ღორმა მიიღეს უფლება, თორმეტ წელიწადში ერთხელ წლის მმართველებად ქცეულიყვნენ და ადამიანთა ბედ-იღბალი განესაზღვრათ. 

გთავაზობთ ინსტრუქციას, თუ რა უნდა გააკეთოთ ღორის წელს აუცილებლად:

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - მართალია, ღორის წელს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში კარგი  ემოციები და მოულოდნელი სიურპრიზებიც მოაქვს, მაგრამ როგორც ჩინული კალენდარი გვამცნობს, ასეთ წლებში მატულობს ინფექციური, ვირუსული და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების ალბათობა. შესაბამისად, ყურადღებით მოეკიდეთ იმუნიტეტს. არანაკლებ მაღალია ტრავმულობის კოეფიციენტიც. შესაბამისად, საჭესთან სიფრთხილე გმართებთ.   

იქორწინეთ ან დაინიშნეთ - ღორის წელში, როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, არაერთი ოჯახი შეიქმნება, ზოგიერთი დაუგეგმავად და სპონტანურადაც. ახალდაქორწინებულებს შორის, ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში, ხშირი იქნება კონფლიქტები და ურთიერთობების ხმაურიანი გარჩევა, თუმცა განქორწინებამდე, საქმე იშვიათად მივა, რადგან მეუღლეებს სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებათ ერთმანეთი.   

დაორსულდით და იმშობიარეთ - საუკეთესო წელიწადი დგება, ორსულობის დასაგეგმად. ამ წელს დაბადებულ პატარებს შორის გამჭრიახი, მრავალმხრივად ნიჭიერი და ორიგინალური აზროვნების მქონე ბავშვები ჭარბობენ. თავად ორსულობა კი ძირითადად, უპრობლემოდ მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ღორის წელში დაბალია თანდაყოლილი ნაკლით ან გენეტიკური პრობლემებით დაბადებული პატარების დაბადების ალბათობა. არ არის რეკომენდირებული აბორტის გაკეთება. ნუ მიმართავთ საკეისროს, შესაძლებელია მოჰყვეს გართულებები.

2019 წელი, ყვითელ ღორს ეკუთვნის. გადავავლოთ თვალი, რას მოგიტანთ ყვითელი ღორის წელი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:

 ძაღლი   

გაგიმართლებთ ახალ წამოწყებებში. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ახალი ბიზნესი დაიწყოთ. წარმატებას მოგიტანთ კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან, საქმიანი და ვიზიტები გელით საზღვარგარეთ. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ჯანმრთელობაა. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. კარგი ფიზიკური აქტიურობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

ხარი 

ოჯახის წელი დაგიდგათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. გამოანახეთ საერთო ენა ნათესავებთან. მშვიდი თანაცხოვრება გარშემო მყოფებთან ცხოვრების სხვა სფეროებსაც გაგიუმჯობესებთ, ზოგიერთი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გადაწყვეტს. ეს შეიძლება იყოს ქალაქიც და ქვეყანაც. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. 

დრაკონი 

გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. სამსახურს საქმეები მეტ ყურადღებას ითხოვს. მეტად გამოავლინეთ  თქვენი საუკეთესო თვისებები. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ კარგი თანამშრომელი ხართ. ნუ შეგეშინდებათ ახალი პროექტების დაწყების, სიახლეების. წარმატება გელით 12 თვის განმავლობაში. 

კურდღელი/კატა 

შეხვედრების, კონტაქტების წელი დაგიდგათ. მეტი დრო დაუთმეთ კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობას. ნაცნობებმა შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები გაგაცნონ. ყველა დაიხამარეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. მეტი დრო დაუთმეთ ორგანიზმის გალიერებას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

ვირთხა 

ყველა საქმეს სჭირდება თქვენი ყურადღება, ძალა და დრო. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ. ეს დაგეხმარებათ, სასურველ მიზნებს მცირე დანაკარგით მიაღწიოთ. ღორის წელი ჰარმონიასა და რომანტიკა გპირდებათ. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში კარგი პერიოდია სულიერი პრაქტიკებისთვის. 

ვეფხვი 

მთელი წლის განმავლობაში თავს მშვიდად იგრძნობთ. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. კარგი წელია მოგზაურობისა და ცვლილებებისთვის. ვარსკვლავები წარმატებას ჰპირდებიან მათ, ვისაც ახალ სამსახურშუ გადასვლა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სურს. 

მამალი

სასურველის მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. გახსოვდეთ, სიზარმაცე თქვენი მტერია. რაც უფრო მეტად მოინდომებთ, ძალასა და დროს გამონახავთ, მით კარგ შედეგს მიიღებთ. ნუ დაივიწყებთ დასვენებას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. შეიძლება ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ.

ცხენი

ყურადღებით იყავით. 2019 წელს წარმატების შანსი მოგეცემათ სამსახურსა და შემოქმედებაში და ნუ გაუშვებთ ხელიდან. იყავით შრომისმოყვარე. მუშაობა და მატერალური მდგმარეობის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ ნურც დასვენებას და სიამოვნებას დაივიწყებთ. 

თხა

წარმატება ელით იმ თხებს, ვინც მუშაობაზეა ორიენტირებული. გაქვთ შანსი, რომ დაწინაურდეთ და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. მარტოხელები საბედოს კოლეგებს შორის შეარჩევენ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სამსახურის მიღმა უზარმაზარი სამყაროა, - მეგობრული და საინტერესო მოვლენებით აღსავსე.

გველი 

მნიშვნელოვანი მოვლენების, ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ნუ შეგეშინდებათ გამოწვევებისა და ექსპერიმენტებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

მაიმუნი 

ღორმა ჯილდოების მოგიმზადათ. დიახ, ჯილდოები და არა საჩქურები. ისინი უნდა მოიპოვოთ. იშრომეთ, თუ გსურთ დაწინაურება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. კარგი წელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 

ტახი 

დაისახეთ მიზნები, ჩამოწერეთ გეგმები. ნუ შეგეშინდებათ ყველაზე თამამი იდეების განხორციელების. ამასთანავე, მუშაობის პარალელურად ყურადღებას ნუ მოაკლებთ ადამიანებს, ვინც თქვენს დახმარებასა და მზრუნველობას საჭიროებს. ბალანსი დაიცავით კარიერსა და პირად ცხოვრებას შორის და ჰარმონია დაისადგურებს ირგვლივ. 

იხ. ვიდეორგოლები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე