"ამ იარაღს ადამიანის დისტანციურად გათიშვა შეუძლია" - ახალი ელექტროშოკი საქართველოში

15:50 02-04-2019
463

საქართველოში შესაძლოა ელექტროშოკის ახალი იარაღი გამოჩნდეს.

თურქულმა თავდაცვის კომპანიამ, ადგილობრივად დამზადებული ელექტროშოკის იარაღის Wattozz-ის ექსპორტისთვის, 10 მილიონ დოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

საუბარია კომპანიაზე AlbayraklarDefense Technologies Industry Inc, რომელმაც შეიმუშავა პირველი დისტანციური, უსადენო ელექტროშოკის იარაღი.

კომპანია განმარტავს, რომ ეს არის ყველაზე მაღალ-ტექნოლოგიური არამომაკვდინებელი იარაღი, რაც შეიძლება რომ პოლიციამ გამოიყენოს. Wattozz-ს დისტანციურად შეუძლია სამიზნის გათიშვა ისე, რომ მას სხეულის სერიოზული დაზიანება არ მიაყენოს.

კომპანიამ შეთანხმება გააფორმა ხორვატულ კომპანიასთან, ისინი Wattozz-ის დისტრიბუციას ალბანეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ხორვატიაში, კოსოვოში, მაკედონიაში სერბეთსა და სლოვენიაში დაიწყებენ.

კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წინასწარი გაყიდვების შესახებ კონტრაქტი გაფორმდა საქართველოში არსებულ კომპანია აიემ კავკასუსთან“. აღნიშნული კომპანიის საწარმოს ქართულ ბაზარზე, თავდაცვის სფეროსთვის განკუთვნილი, სხვადასხვა პროდუქტი შემოაქვს.