ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიარიამ ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს

15:48 02-04-2019
199

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ყავს. ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილი დღეს ოფიციალურად დაამტკიცეს. 

შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპზე 27 კანდიდატი განიხილებოდა. მათგან უპირატესობა სწორედ მარიამ ქვრივიშვილს მიანიჭეს. ის ამ დრომდე კერძო სექტორში მუშაობდა და ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი იყო.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცვლილება დეკემბრის თვეში მომხდარმა საკადრო გადაადგილებამ განაპირობა. გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც ადმინისტრაციას 2014 წლის ნოემბრიდან მართავდა, 2018 წლის ბოლოს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 

ავტორი: ბექა პატურაშვილი