ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ 2020 წლიდან საფასურის გადახდა მოუწევთ

14:54 02-03-2019
4939

ხალი ვალდებულებები მესაქონლეებს – ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წელს მეწარმე სუბიექტად დარეგისტირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „გურჯაანი“ ავრცელებს.

ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირების გარდა, ყველა ფერმერი, რომელიც რძის ნაწარმს გაყიდის ვალდებული იქნება პირუტყვის სადგომი შესაბამისი სტანდარტებით მოაწესრიგოს და ასევე სურსათის უვნებლობის კუთხით გააკონტროლოს იმ ჭურჭლის ხარისხი, რომელიშიც პროდუქცია მზადდება.

პორტალის ინფორმაციით,რეგულაციების დაწესებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.