ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

პრემიერი

პოლიტიკა 1711716702

დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტისთვის, უბრალოდ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ - პრემიერი

მე დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა, გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს შეეხებოდა.მისივე თქმით, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება თავი შეიკავონ, არის ის, რომ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ.„მე დარწმუნებული ვარ, ძალიან უნდათ მათ ხმის მიცემა, უბრალოდ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ. ეს არის ერთადერთი, რის გამოც მათ შეიძლება შეიკავონ თავი,“- განაცხადა პრემიერმა.

dato

საზოგადოება 1711716341

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში – მუსიკოსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში – მუსიკოსს მამა გარდაეცვალა.“გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე, " - წერს დათო.

ლიანა შეწირული

საზოგადოება 1711715259

თბილისის კლასიკური გიმნაზიის ლეგენდარული დირექტორი ლიანა შეწირული გარდაიცვალა

გარდაიცვალა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ლიანა შეწირული. ლიანა შეწირული პირველ სკოლას თითქმის 50 წელი ხელმძღვანელობდა.ამ სკოლის ისტორიაში აისახა ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ამდენად, მისი დირექტორობა განსაკუთრებული პატივი იყო. ლიანა შეწირული პირველი სკოლის(კლასიკური გიმნაზიის) ყველა თაობას განსაკუთრებულად უყვარდა.ლიანა შეწირული 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1711715190

გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების, განსაკუთრებით, შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით - ირაკლი კობახიძე

გამჭვირვალობას და გახსნილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების ფართო ჩართულობით, განსაკუთრებით შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, დღეს, სტუდენტებთან გამართული შეხვედრა არის ამის ერთ-ერთი მაგალითი.„დღევანდელი შეხვედრაც არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება სტუდენტების, კურსდამთავრებულების ინტერესებს და აქაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, სწორედ მათთან გავიაროთ კონსულტაციები, იმ ადამიანებთან, რომლებსაც უნდა შეეხოს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მინისტრის, თუ საჯარო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი

პოლიტიკა 1711715142

პრეზიდენტი ხვდება გიორგი კალანდარიშვილს, გამოდის, რომ აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე - პრემიერი

ფაქტია, რომ პრეზიდენტი დღეს ხვდება სწორედ კალანდარიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარადგინა თავის დროზე პარლამენტში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, არის თუ არა ისევ „ქართული ოცნების“ რჩეული გიორგი კალანდარიშვილი იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი მის კანდიდატურას არ იწონებს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან არ იცის  იწონებს თუ არა პრეზიდენტი კალანდარიშვილის კანდიდატურად, თუმცა გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად.„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ წარადგინა კალანდარიშვილი პარლამენტის წინაშე კანდიდატად მხოლოდ იმის გამო, რომ მას მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა და სხვებმა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი მისი კრიტიკისთვის არ არსებობს. კალანდარიშვილმა და ცესკოს სხვა წევრებმა ჩაატარეს 2021 წლის საერთო ეროვნული არჩევნები უმაღლეს დონეზე, 0 კრიტიკა იყო, შეგახსენებთ. ამის შემდეგ იყო არაერთი შუალედური არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ასევე უმაღლეს დონეზე. შესაბამისად, ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს არავითარი კრიტიკის საფუძველი არ აქვთ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვერაფერს გეტყვით გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს კონკურსი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ და  შემდეგ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებებს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.