ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ. მოსამართლემ გაათავისუფლა

17:40 01-11-2019
130

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ. მოსამართლემ დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

ბრალდებულის ადვოკატებმა 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს, რაც მოსამართლემ რამდენიმესაათიანი განხილვის შედეგად, დააკმაყოფილა.

საქმის განხილვა გაგრძელდება, მომდევნო პროცესი კი 16 ნოემბერს ჩაინიშნა. დახურული სხდომიდან გამოსულმა დ.ღ-ს ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი,აქამდეც უნდა გაეთავისუფლებინათ.

დ.ღ-ს პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

შეგახსენებთ, რომ დ.ღ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ივლისში დააკავეს. მან შეცვალა როგორც პირველი ჩვენება უშუალოდ კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე, უარყო დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა და საქმის გარემოებებზე საუბარი.

 



ავტორი: