გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებით მამაკაცი გარდაიცვალა

16:34 01-11-2019
939

60 წლის მამაკაცი დაუდგენელი ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის უკვე გარდაცვლილი შეიყვანა. ახალი წლის დღეებში მხოლოდ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებით მოწამვლის კიდევ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი ახალგაზრდაა.

„ორი პაციენტი რეანიმაციაში შემოვიდა, თუმცა უკვე გავწერეთ. კიდევ  ოთხი პაციენტი მიმღებიდან იქნა გაწერილი. ძირითად შემთხვევაში დაუდგენელი სუბტანცია ფიქსირდებოდა.   ერთი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა ხუთი დღის წინ. 60 წლის მამაკაცი ნარკოკომით გარდაცვლილი შემოყვანა სასწრაფომ. ახალი წლის პერიოდში რამეს განსაკუთრებული გააქტიურება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის არ ყოფილა“-განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ

სავარაუდო  ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ასევე  რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად მოხვდნენ პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში, კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ.

ავტორი: თორნიკე ხურციძე