ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულ მძღოლს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

15:39 01-11-2019
152

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებული მძღოლს, შარდენ ონიანს  აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.გირაოს შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 28 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შარდენ ონიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. ის "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" გადის მკურნალობას.

ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიას, რომელშიც სასწრაფოს მძღოლი მონაწილეობდა, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.