"ტამიფლუ" გაიაფდა

12:10 01-11-2019
284

ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუზე" ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასების დაწევა დაიწყეს. სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტი თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება. თუ აქამდე "ტამიფლუს"  10 კაპსულის ღირებულება  80-დან 100 ლარამდე მერყეობდა, ახლა პრეპარატის შეძენა 67-68 ლარად არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, ანტივირუსულ პრეპარატებზე ფასების დაწევისკენ ფარმაცევტულ კომპანიებს ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ მოუწოდა.

 

ავტორი: თამარ ტომარაძე