ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე მაინც იასპარეზებს!

18:22 01-10-2019
61

1 კვირის წინ ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ფეხზე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი იანვრის ბაშოზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. Facebook-ზე „ქართული სუმოს ქომაგების“ ინფორმაციით, ლევანს მარჯვენა ბარძაყის კუნთი ჰქონდა დაზიანებული და ტურნირზე მისი გამოსვლა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მათივე ინფორმაციით, ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე ასპარეზობის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ჰაცუ ბაშო სტარტს 13 იანვარს აიღებს. ლევანის საწყისი ორი მეტოქის ვინაობა კი ხვალ გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე