რას ემსხვერპლა 22 წლის სალომე ქემაშვილი, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შედეგად დადგინდება

00:12 01-10-2019
9716

თბილისში, სავარაუდოდ, დაუდგენელი ვირუსის შედეგად 22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა.

როგორც პრაიმტაიმს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, უცნობია, რა ტიპის სავარაუდო ვირუსს ებრძოდნენ. ამის დადგენა კი ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შედეგად მოხდება.

კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი სიკვდილს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ებრძოდა. ახალგაზრდა ქალი ინფექციურ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში, აპარატზე იყო შეერთებული.