დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

16:30 01-08-2019
72

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N6 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, ორი საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ვფიქრობ, ძალიან ლამაზი დასასვენებელი და გასართობი სივრცე მოეწყო. დიდ დიღომში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტი 184 249  ლარით დაფინანსდა.