როგორ ზრდიან ბავშვებს ჯიჰადისტებად (ვიდეო)

16:54 12-24-2018
153

ტერორისტული დაჯგუფებები ზრდასრულ მებრძოლებთან ერთად, ბავშვებსაც წრთვნიან. ის, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“, „ალ ნუსრას“ და „ ალ ქაიდას“ არაერთი სკოლა აქვთ მცირეწლოვანებისთვის, სადაც მათ იარაღის მოხმარებას, ტყვეების აყვანასა და მათ დასჯას ასწავლიან, ეს მსოფლიომ უკვე რამდენიმე წელია იცის და ამ ფაქტის ამსახველი უამრავი ვიდეოც არის გამოქვეყნებული.

width=594

1 თვის წინ კი გაერთიანებულ სამეფოში შედგა ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც სირიაში, თურქეთის საზღვართან მცხოვრებ ისლამისტ ოჯახზე მოგვითხრობს.

რეჟისორი თალილ დერკი ამ ოჯახს ისლამისტ ექსტრემისტად გაეცნო და მათთან 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. საუბარია „ალ ნუსრასა“ და „ალ ქაიდას“ მოკავშირე ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებლის აბუ ოსამას ოჯახზე. მან თავის უფროს, 13 წლის ვაჟს, ოსამა ბინ ლადენის პატივსაცემად, ოსამა დაარქვა, უმცროს, 12 წლის ბიჭს კი, „ალ ქაიდას“ ლიდერის პატივსაცემად - აიმანი. ორივე შვილს აბუ ოსამა ჯიჰადისტებად ზრდის.

„მე ამას ჯოჯოხეთს ვუწოდებ. ეს ფილმი კარგად ასახავს თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი. საშინელებაა ის, როგორც ისინი ბავშვებს ესაუბრებიან და როგორ განათლებასაც აძლევენ,“ - ამბობს 41 წლის რეჟისორი.

ბავშვებს ჯერ კუსტარულად შექმნილ ბომბებთან ასწავლიან ურთიერთობას, შემდეგ კი ფრინველებისთვის თავის მოკვეთაში წრთვნიან. როგორც რეჟისორი განმარტავს, ფილმში უამრავი ისეთი სცენაა, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებს. თალალ დერკის თქმით, ამ დოკუმენტურის გადაღების შემდეგ, მან კამერა დადო და საკუთარი პროფესიისგან პაუზა აიღო, რადგან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

დოკუმენტურ ფილმს „Of Fathers and Sons” ქვია. მან „სანდენსის კინო ფესტივალზე“ აღიარება უკვე მოიპოვა.   

ავტორი: მარიამ გიგანი