ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

mecnierebi

მეცნიერება 1713896709

კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით?!— ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა

შესაძლოა, სიმსივნის 3 გავრცელებული ტიპის დიაგნოსტირებაში მალე ახალი ტესტი დაგვეხმაროს, რომელსაც ამისთვის მხოლოდ მცირეოდენი ამომშრალი სისხლის ლაქა სჭირდება. მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს და პასუხს სულ რამდენიმე წუთში იძლევა.მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ტესტმა გამოავლინა, ვის ჰქონდა პანკრეასის, კუჭისა თუ ნაწლავების (კოლორექტალური) სიმსივნე და ვის — არა. ამ მეთოდით სისხლში კონკრეტული მოლეკულების დაფიქსირების შედეგად კიბოს სწორი დიაგნოსტირება შესაძლოა, შემთხვევების დაახლოებით 82%-ში მოხერხდეს.ამაში ერთ-ერთ მთავარ როლს მანქანური დასწავლა ასრულებს, რომელიც სისხლის შრატში მეტაბოლიზმის შედეგად გამოყოფილ მოლეკულებს, მეტაბოლიტებს, აანალიზებს. ისინი ბიოინდიკატორებია, რომელთაც, პოტენციურად, ორგანიზმში არსებული სიმსივნური ქსოვილების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად ზემოხსენებული სამი მომაკვდინებელი სიმსივნის დასაფიქსირებლად, ჩვეულებრივ, ორგანოების გამოსახულებები და ქირურგიული პროცედურები გამოიყენება.ამასთან შედარებით, ახალი ტესტი ბევრად მარტივი მეთოდია, რომლისთვისაც შესაძლოა, სულ რაღაც 0.05 მილილიტრი სისხლი იყოს საკმარისი. თხევადისგან განსხვავებით, მისი მშრალი შრატის შენახვა და ტრანსპორტირება ბევრად ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ეს ტესტი მთელს მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუკი მისი ეფექტიანობა დადასტურდება.ექსპერიმენტებში ტესტმა სისხლის ლაქით პანკრეასის სიმსივნის შემთხვევების 81.2% გამოავლინა, თხევადი სისხლის ანალიზით კი მისი შედეგი 76.8% იყო. დღესდღეობით ამ ტიპის კიბოს დიაგნოსტირებისთვის 1 ბიომარკერი გამოიყენება, რომელსაც CA19-9 ეწოდება.ამჟამად ხელმისაწვდომი ტესტების სიზუსტე სიმპტომურ შემთხვევებში 80%-ია, ხოლო უსიმპტომოში — მხოლოდ 13%. მეცნიერების თქმით, მათ მიერ შემუშავებული მეთოდი ამ მხრივ გამოსადეგია, რადგან სათანადო მეტაბოლიტებს დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე აფიქსირებს, როცა ხშირად სიმპტომები ჯერ არ იჩენს თავს.ტესტის ეფექტიანობის დასადასტურებლად კიდევ მრავალი კვლევაა საჭირო, განსაკუთრებით კი დიდ და მრავალფეროვან პოპულაციებში, რადგან ჯერჯერობით ის სისხლის ასობით ნიმუშზე გამოცადეს. მომავალში შესაძლებელია, რომ ის სხვა ტიპის სიმსივნეების გამოსავლენად და უკვე დიაგნოსტირებული სიმსივნის ზრდაზე დასაკვირვებლად გამოიყენონ.

მიწისძვრა

საზოგადოება 1713896495

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა. აშშ-ს მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა 04:04 საათზე დაფიქსირდა.

ნიკოლოზ ქართველი

ტაბლოიდი 1713895634

„ბეჭედიც კი ლომბარდში მაქვს... გიჟივით მინდა მოგება“ - ნიკო ქართველი

ნიკოლოზ ქართველი ამბობს, რომ „პრაიმ ჰაუს All Star“-ში გამოცდილი მოთამაშე შევიდა და მოგების დიდი სურვილი აქვს.„ბეჭედიც კი ლომბარდში მაქვს, ფული კიდევ ცხოვრებაში არ მისესხებია. ვერ ვისესხებ ფულს ვერასდროს. მოგება მინდა ძალიან, მაგრად მინდა, გიჟივით მინდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე წავალ პროვოკაციაზე, იმას გავუჩალიჩებ სიბოროტეს. პირიქით შემოვედი ძალიან გამოცდილი. მეჩხუბები? გეღადავები. იჩხუბებ? მე იქ დავჯდები ვიხალისებ...“, - ამბობს ნიკო ქართველი.

გოგა მანია

საზოგადოება 1713894676

“ყველაფერს ნულიდან დაიწყებთ…”- ვის მიმართავს გოგა მანია

ეზოთერიკოს, გოგა მანიას რჩევები 5 ზოდიაქოს, რომელსაც წარმატება ელოდება.„ყველა ტკივილი და გაურკვევლობა რჩება უკან და ყველაფერს ნულიდან იწყებთ. ესენი არიან:კირჩხიბი - ვერძი - კურო - მერწყული - მორიელი.

ხანძარი

მსოფლიო 1713894380

ბურიატიაში, კარადაში სამი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს

სამი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს ბურიატიის სოფელ ტრესკოვოში, დამწვარ საცხოვრებელ კორპუსში, ბავშვების ცხედრები კარადაში იყო. „გაკვამლულ ოთახში მეხანძრეებმა კარადაში იპოვეს ერთი, ორი და ოთხი წლის ბავშვები, რომლებიც როგორც ჩანს, ცდილობდნენ მიმალულიყვნენ ხანძრისგან და კვამლში იყვნენ. შინ კი მარტონი იყვნენ. ხანძარი ჩააქრეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მაშველები ვარაუდობენ, რომ ბავშვები ხანძარს კარადაში დაემალნენ. ასევე ნახეთ:„მე მინდა გავხდე თბილისის მერი…ამ ქალაქს დავალაგებ ისე, რომ არც ერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება” – გიორგი ყიფშიძეNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს