პრეზიდენტის სიძის დაკავების ფაქტს ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება

11:57 12-06-2018
376

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავების ფაქტს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საცხოვრებელ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი. მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, დაწყებულია ამ ფაქტზე გამოძიება. ამოღებულია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამ პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნლია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“,–განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.