ლისის ტბასთან ავარიამ წლინახევრის ბავშვი იმსხვერპლა - დაკავებულია 18 წლის გოგო

14:53 11-29-2018
6179

18 წლის გოგოს, რომელიც ავტომანქანით ლისი ტბაზე წლინახევრის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს. 

როგორც პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, მას ბრალი 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ლისის ტბაზე ავტოავარია ორი დღის წინ მოხდა. წლინახევრის ბავშვი და-ძმასთან და მამასთან ერთად ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ბორდიულზე სეირნობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.