ზაზა სარალიძის მიმართ მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

18:33 11-14-2018
114

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ამასთან, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ზაზა სარალიძეს უკვე დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და ის დაბარებულია პოლიციის განყოფილებაში.

ზაზა სარალიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ის Facebook-ზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს, რაზეც პროკურატურის მიერ გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე