"თანხა ვერ გაინაწილეს და არმატურა ჩაარტყა..." - "სტაიანშიკებს" შორის სისხლიანი გარჩევის დეტალებზე თვითმხილველი საუბრობს

15:12 11-14-2018
281
თეგები: ზესტაფონი

ზესტაფონში მკვლელობა მოხდა. "პრაიმტაიმის" იმერეთის კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ აღმაშენებლის გამზირზე ე.წ სტაიანშიკებმა თანხა ვერ გაინაწილეს, რის გამოც, ერთ-ერთმა პირმა, მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა და ადგილზე მოკლა.

"საშინელება დავინახე, ფულს ვერ იყოფდნენ და უცებ რკინა აიღო და თავში ჩაარტყა. საწყალი ადგილზე დაიღუპა,"- აცხადებს თვითმხილეველი.

"პრაიმტაიმი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარის დეტალებს რამდენიმე წუთში გაარკვევენ.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე