ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

კონგრესი

მსოფლიო 1713414871

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს კენჭისყრაზე შაბათს გაიტანს

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს კენჭისყრაზე შაბათს გაიტანს, - ამის შესახებ ქვედა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.მისივე თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ოთხი სხვადასხვა კანონია შესული, უკრაინის, ისრაელისა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მხარდაჭერის, ასევე, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შემაკავებელი ზომების შესახებ.სენატმა უკრაინის, ისრაელის, ტაივანისა და სხვა პარტნიორებისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფას ერთი თვის წინ დაუჭირა მხარი. აქედან 60 მილიარდ დოლარზე მეტი, უკრაინისთვის არის განკუთვნილი.

ამინდი

საზოგადოება 1713414676

სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.„დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.თბილისში 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ომი უკრაინაში

ომი უკრაინაში 1713414462

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. დაშავებულია 60 ადამიანი.რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვზე დარტყმები „ისკანდერის“ რაკეტებით მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, უნივერსიტეტის შენობა და ათობით ავტომობილი.

მარიამ შენგელია

ტაბლოიდი 1713413880

„სილამაზე და ნიჭიერება“ - მარიამ შენგელია ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მომღერალი მარიამ შენგელია Instagram-ზე ფოტოებს გვიზიარებს, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.მარიამის გარეგნობა ყოველთვის იქცევს გარშემომყოფების აღფრთოვანებას. გამონაკლისი არც მისი სოციალური ქსელის გამომწერები არიან.„სინატიფე, სილამაზე , ნიჭიერება “,„შენი მოსმენა და ხილვა, სიცოცხლეს ახანგრძლივებს!!„ლამაზ თვალება“, „ლამაზ თვალება“, – წერენ სოციალურ ქსელში.           View this post on Instagram                       A post shared by Mariam Shengelia (@mariam_shengeliaa1)

ფეხსაცმელი

რჩევები 1713413520

5 გასაოცარი მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

5 გასაოცარი მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი:#1 - ქალურობა და სექსუალობაქუსლიანი ფეხსაცმელი შექმნილია ყურადღების მისაქცევად. როდესაც ქუჩაში ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მოდის, მას უბრალოდ ყველა უყურებს. მეტიც, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი ქუსლები ქალებს მამაკაცების ჰიპნოზირებაში ეხმარება!არსებობს „მაღალი ქუსლების თეორია“, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო მაღალია ფეხსაცმლის ქუსლი, მით მეტ გავლენას ასხივებს იგი. ამ გასაოცარი ფაქტის ახსნა საკმაოდ რთულია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მიმზიდველობის საიდუმლო არის სიარულის, პოზისა და, საბოლოოდ, ზოგადი ქცევის ცვლილება.#2 - ამაღელვებელი სიარულიამბობენ, რომ მამაკაცების თვალში, ქალი, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას, უფრო ძლიერი, თავდაჯერებული და სექსუალურია. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ყველასთვის საყვარელი მერილინ მონროს ფეხსაცმლის ერთი ქუსლი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მეორე. ამ ხრიკის დამსახურებით, სექს-სიმბოლომ, ე.წ „ამაღელვებელი სიარული“ შექმნა!#3 - მაღალი და გამხდარისაყოველთაოდ ცნობილია, რომ ქუსლებზე ქალი უფრო მაღალი და უფრო მოხდენილია.ამას ახსნაც აქვს: ფაქტია, რომ ქუსლის საყრდენი უმნიშვნელოა და, შესაბამისად, ასეთ ფეხსაცმელზე გასაჩერებლად, ქალმა სიმძიმის ცენტრი ზურგიდან ქვედა ნაწილში უნდა გადაიტანოს და ამაყად გასწორდეს მხრებში. სწორედ ეს ქმნის „მაღალი და გამხდარის“ ეფექტს.  #4 - თავდაჯერებულობა და თვითშეფასებაქალი, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, რა თქმა უნდა, თავდაჯერებული ქალია. ასეთი ქალები, როგორც წესი, იღებენ აბსოლუტურად ყველაფერს, რადგან ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ ნებისმიერ მომენტში. #5 - კმაყოფილება და სიხარულის განცდასულ ცოტა ხნის წინ, იტალიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ქუსლები დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ეს ყველაფერი კი, ენდორფინების, ე.წ. „ბედნიერების ჰორმონის“ ბრალია. საქმე იმაშია, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას, ეს ნივთიერება  ორგანიზმში უფრო აქტიურად წარმოიქმნება.მოდით, დავარქვათ ამას „მაღალი ქუსლების თერაპია“ და რაც შეიძლება ხშირად გამოვიყენოთ!