ვინ უგზავნიდა მუქარის წერილებს გიორგი უშიკიშვილს - „მე არ წამიკითხავს...“ - exclusive

14:43 11-14-2018
496

„მხოლოდ ქართულის“ მეორე გადაცემაში სალომე ქვარაიას გამოჩენამ გიორგი უშიკიშვილი რომანტიკის განწყობაზე დააყენა. იმედი მალე გაუცრუვდა, რაც გაიგო, რომ სალომეს შეყვარებული ჰყავდა. იმის მიუხედავად, რომ გოგონათი მოხიბლული გახლდათ პროექტის მთავარი პროდიუსერი, კონკურსანტმა მისი „კიც“ ვერ დაიმსახურა. ჩვენ დავინტერესდით რატომ დაიწუნა სალომე გიორგი უშიკიშვილმა.

- გიორგი, თქვენ სალომესთის არ გითქვამთ მიზეზი, რის გამოც, მეორე ტურში არ გადაიყვანეთ...

- როგორც ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე კახეთში, ვიმასხრე. ეს რაც შეეხება შეყვარებულს. უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ბუნებრივია, მთავარი აქცენტები კეთდება ხმაზე და მონაცემებზე. უნდა იმღეროს. დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.

- მართალია, რომ სალომეს შეყვარებული მუქარის წერილებს გწერდა?

- არა, ტყუილია. შეიძლება მიგზავნიდა კიდეც და მე არ წამიკითხავს (ივინის). რატომ უნდა დამემუქროს, მშვენიერი რეკლამა გავუკეთე ამ გოგოს.

- ხომ არ დააშორე შეყვარებულს?

- არა, პირიქით, ვფიქრობ, ამ ამბის შემდეგ მისი შეყვარებული მეტად გაიგიჟებს თავს სალომეზე.

 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი