ცემა-ტყეპა და გინენები არნახულ დონეს მიაღწევს - მიხეილ ცაგარელი არჩევნების მეორე ტურზე

14:35 11-14-2018
6289

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან,  არჩევნების სავარაუდო თარიღთან და საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებთან დაკავშირებით "პრაიმტაიმს" ესაუბრა. 

ცაგარელის თქმით, წინასაარჩევნო გარემო იქნება არნახულად აგრესიული და დაძაბული, მოსალოდნელია როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირებაც. 

„არ ვისურვებდი ასე გვიან ჩანიშნულიყო არჩევნების თარიღი, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგო ველშია, ეს ნიშნავს იმას, რომ დაძაბულობა არის არნახულად მაღალი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ კონფლიქტების და სხვა სახის სირთულეების ტენდენცია, რაც ისედაც ახლავს თან ამ პროცესებს. დედამიწის ნეგატიური გეომანტია შექმნის მეტ აგრესიულობას და ტემპერატურა იქნება არნახულად მაღალი, შეიძლება იყოს ქუჩაში გამოსვლები, სერიოზული პროტესტები, ცემა-ტყეპა და გინენები არნახულ დონეს მიაღწევს. კონკრეტულ თარიღებს რაც შეეხება, როგორც ვიცით ორი სავარაუდო თარიღი მოიაზრება ესენია 28 ნოემბერი და 2 დეკემბერი. მე ამ შემთხვევაში უფრო ვემხრობი 2 რიცხვს, რადგან მთვარე ამ დროს გადის ყველაზე მშვიდობიან, მეტ-ნაკლებად პარიტეტულ ნიშანზე რომელსაც სასწორის ზოდიაქოთი ვიცნობთ, ამიტომ შესაძლებელია მთვარის ამ ენერგიამ ცოტათი მაინც დაამშვიდოს სიტუაცია და ოდნავ მშვიდობიანად გადაგვიწყვიტოს პრობლემები. თუ არჩევნები ჩაინიშნა 28-ში, ამ დროს მთვარე ლომის ზოდიაქოშია, რომელსაც აქვს აგრესიის ელემენტები და ამან შეიძლება მეტ-ნაკლებად დაძაბოს გარკვეულწილად ურთიერთობები“,- აცხადებს ცაგარელი. 

 

თამარ საკანდელია