ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ანდრიუს კალინდრა

პოლიტიკა 1714055254

საქართველო დღეს ისე ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს - ანდრიუს კალინდრა

უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს დიპლომატებმა. ლიეტუვის და ბულგარეთის ელჩმა მოუწოდეს საქართველოს, გამოიყენოს ევროკავშირის გაფართოების განახლებულ პროცესში შესაძლებლობების ფანჯარა.აღინიშნა, რომ პარლამენტში ინიცირებული პროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ამბობს, რომ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას, ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან."საქართველო დღეს ნამდვილად ისე ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს. ამ ცხრა ნაბიჯს შორის საქართველოს შესთავაზეს ბრძოლა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან, რომელიც მიმართულია ევროკავშირის წინააღმდეგ და სამოქალაქო საზოგადოება უნდა ფუნქციონირებდეს თავისუფლად. ამ კონტექსტში პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას, ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ამასთან ერთად, ჩვენ მაინც გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხება, – აცხადებს ანდრიუს კალინდრა.ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვესელინ ვალკანოვი მოუწოდებს საქართველოს, მოუსმინოს იმას, რაც ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან."გთხოვთ უსმინეთ იმას, რაც ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და გაითვალისწინეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ იფიქროთ რომ ამ ყველაფერს ხვალ დაივიწყებენ, არ იქნება ასე, გააკეთეთ ყველაფერი რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ," - ამბობს ვესელინ ვალკანოვი.

თბილისში ჟორდანიას ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ჯანდაცვა 1714052520

თბილისში ჟორდანიას ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაფართოებული სერვისებით საბურთალოზე იწყებს ფუნქციონირებას მრავალფუნქციური კლინიკის  ფორმატით.ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი „ვივო მედიქალ ჯგუფის“ და პარტნიორი ექიმების ინვესტიციით შეიქმნა,აღსანიშნავია, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიარო იქნება, რომელიც მოსახლეობას  თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ  სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს.ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოდგენილია 100 საწოლით. სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას ქმნის.მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს  მის მთავარ მიმართულებას ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია , მეანობა-ნეონატოლოგია.სამედიცინო ცენტრის დაგეგმარება და აღჭურვა განხორციელდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით საქართველოში პირველი სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება, როდესაც პროფესორ იოსებ ჟორდანიამ ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი დააარსა. კლინიკის არსებობის მანძილზე სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. 2016 წლიდან, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი ვივო მედიქალ ჯგუფში- ში გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1714052459

ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და საერთო ევროპასთან არაფერი აქვს- ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე  საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), ჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი!მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ  ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!„ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), ჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი!იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია!მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება!ამავე დროს, რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება!ეს ნიშნავს, რომ  ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!“-წერს მამუკა მდინარაძე.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714052354

ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, თუმცა, კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს - შალვა პაპუაშვილი

,,თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, რითაც გამოეხმაურა ,,ბათუმელების” რედაქტორის პოზიციას.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ მედიასაშუალებას მოუწია ბოდიშის მოხდა, როდესაც გაავრცელა არასწორი ინფორმაცია მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით და ახლა მისი პოზიცია გაუგებარია.მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ჟურნალისტებს აქვთ პოლიტიკური პოზიცია.,,თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე. სამწუხაროდ, თქვენ გაქვთ პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ. ესაა პრობლემა, რომ ნაცვლად ჟურნალისტიკისა, გაქვთ პოლიტიკური პოზიცია. თუმცა, ეს არის სხვა განზომილების პრობლემა, როდესაც ჟურნალისტიკა იქცა პოლიტიკად, რაც უპირველესად საკუთარი პროფესიის უპატივცემულობაა ჩემი აზრით. ცოტა ხნით ადრე ერთი ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, ქალბატონი ალბათ ამის გამოა ნაწყენი და კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს. ამაზე რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი, თავადვე აღიარეს, რომ იყო ტყუილი მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პროკურატურა

საზოგადოება 1714051970

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის

მადლობას გიხდით გენერალურ პროკურატურას და მის ყველა თანამშრომელს ამ პრეზენტაციისთვის, შედეგებისთვის, მობილიზებისთვის, წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, ასევე განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოვხატავთ ევროპული საგამოძიებო გუნდის წევრების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაში, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ ოლივიე ლეფებვრიმ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტების გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენისთანავე, საფრანგეთის და ზღვისიქითა ტერიტორიების შინაგან საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურმა ოფისმა შუამდგომლობით მიმართა ევროპულ სააგენტოს - ევროპოლს და გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ევროჯასტის და ევროპოლის ხელმძღვანელობით სამართლებრივი ჯგუფის და ერთიანი ევროპული საგამოძიებო გუნდის შექმნა მოითხოვა.ოლივიე ლეფებვრის განცხადებით, ერთობლივი საგამოძიებო გუნდის შექმნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო პარტნიორობის და თანამშრომლობის შედეგად, საბოლოოდ წარმატებით განხორციელდა.„მადლობა ჩემს კოლეგებს შვეიცარიიდან, ლიეტუვადან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ერთობლივ საგამოძიებო პროცესში“ - აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ.