ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

წყვილი

ჰოროსკოპი 1713903144

10 ყველაზე გამორჩეული წყვილი ზოდიაქოს ნიშნებიდან

საერთოდ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება შეუძლიათ ერთი სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მაგალითად, ვერძსა და ლომს, კუროსა და თხის რქას, სასწორსა და მერწყულს და ა. შ.რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ერთმანეთს იზიდავენ საწინააღმდეგო ნიშნებით დაბადებული ადამიანებიც, მაგალითად, ვერძი და სასწორი, კურო და მორიელი, ტყუპი და მშვილდოსანი და ა. შ. ასტროლოგთა დაკვირვებით, ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვთ შემდეგ წყვილებს:1. ქალი მორიელი და მამაკაცი კურომიუხედავად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული ფასეულობებისა და განსხვავებული ენერგიებისა, მათ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. კურო იხიბლება მორიელის მძლავრი მაგნეტიზმითა და სექსუალურობით.2. მამაკაცი ვერძი და ქალი მშვილდოსანიწარმატებული შეთავსებაა. მათი ურთიერთობა ისეთივე ცეცხლოვანი და ვნებიანი იქნება, როგორიც მათი სტიქიები. სითამამე, მეამბოხეობა, გამბედაობა და სიმამაცე - აი, ამ ზოდიაქოს ნიშნების ძირითადი შტრიხები. 3. ქალი მერწყული და მამაკაცი ტყუპიშესანიშნავი წყვილია. ამ ნიშნებს ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ. სიმსუბუქე და მოხერხებულობა მათ კავშირს მიანიჭებს სულიერ ურთიერთგაგებასა და დაუძაბავად ცხოვრებას. ისინი საიმედო მეგობრები და პარტნიორები არიან.4. მამაკაცი თხის რქა და ქალი ქალწულიპრაქტიკულობა, ურყეობა და ერთნაირი მსოფლმხედველობა მათ კავშირს იდეალურად აქცევს. ამ წყვილის ბინასა და სამსახურში ყოველთვის წესრიგი სუფევს. მათი მოქმედება თანმიმდევრული და საიმედოა.5. მამაკაცი თევზები და ქალი მორიელიარავის შეუძლია გამოხატოს გრძნობები ისე ღრმად და ფაქიზად, როგორც წყლის სტიქიის წარმომადგენლებს. ნებისყოფიანი და მიმზიდველი ქალი მორიელი აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეს თევზების ფაქიზ სულს, მოუაროს თავის მამაკაცს. თევზებს, თავის მხრივ, შეუძლია მორიელს უდიდესი ემოციური განცდები მიანიჭოს.6. მამაკაცი ლომი და ქალი კირჩხიბიძლიერ, ვაჟკაცურ და ამაყ მამაკაც ლომს ყოველთვის მიიზიდავს ქალი კირჩხიბის თავმდაბლობა და მზრუნველობა. სწორედ ამ ქალს შეუძლია გაახვიოს ლომი მამაკაცი სითბოში, სინაზეში და აღფრთოვანდეს მისით, რაც ჭეშმარიტ ლომს ყოველთვის სჭირდება.7. ქალი თხის რქა და მამაკაცი მორიელისაკმაოდ კარგი შეთავსებაა. მამაკაც მორიელს უყვარს ამოცანების ამოხსნა. ქალ თხის რქას კი აქვს უნარი, დაფაროს ემოცია და გამოკეტოს ის ცხრაკლიტულში, რაც აიძულებს მამაკაც მორიელს, მუდამ ეცადოს მის გახსნას.8. მამაკაცი კირჩხიბი და ქალი მორიელიმამაკაცი-კირჩხიბი შეხვედრისთანავე მოიხიბლება მიმზიდველი და სექსუალური ქალი მორიელით. ძლიერი და ძალაუფლების მოყვარე მორიელი იზრუნებს სენტიმენტურ კირჩხიბ მამაკაცზე და მიიღებს მას ისეთს, როგორიც არის.9. ქალი ვერძი და მამაკაცი ორიელიცეცხლს ყოველთვის შეუძლია აადუღოს წყალი - სწორედ ასეთი იქნება ქალი ვერძისა და მამაკაცი მორიელის ურთიერთობა. მშვიდ და გაწონასწორებულ ურთიერთობას ეს წყვილი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა ვერძის ტემპერამენტი და ენერგიულობა შეივსება მორიელის ავანტიურიზმითა და ვნებით.10. ქალი სასწორი და მამაკაცი კირჩხიბიეს საკმაოდ რთული კავშირია, მაგრამ საინტერესო და პერსპექტიული. კირჩხიბის რომანტიკულობა და ფანტაზია სასწორს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას აარიდებს. კირჩხიბს კი ყოველთვის მიიზიდავს სასწორის ესთეტიკურობა და მშვენიერების აღქმა.

სალომე ბარათაშვილი

faceამბები 1713903107

„ვერ ვსუნთქვავ...წყალი მოუტანეთ...“ - სალომე ბარათაშვილი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა

„პრაიმ ჰაუსში“ სალომე ბარათაშვილი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. სასლის პირველადი დახმარება პაატამ გაუწია. „კოლაფტოიდური მდგომარეობის დროს აუცილებელია, რომ პაციენტს ფეხები ავაწევინოთ მაღლა და თავი ჰქონდეს ქვემოთ. ავაწევინეთ სალომეს ფეხები ზემოთ, მივასხი წყალი, დავუზილე საფეთქლები, მაჯები და გამოვაკეთე...“, - ამბობს პაატა თედიაშვილი. 

ბედნიერება

ჰოროსკოპი 1713903000

ნახეთ, ხართ თუ არა სიაში - ზოდიაქოს 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ასტროლოგები ზოდიაქოს ყველაზე წარმატებულ 5 ნიშანს ასახელებენ.1. ვერძი.ვერძი, ყოველთვის და ყველგან წარმატებით სარგებლობს. თუ ვინმემ უნდა იყიდოს ლატარიის ბილეთი, ის ვერძია. მათ აზარტულ თამაშებშიც საოცრად უმართლებთ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თამაშით დაინტერესების პროცესია და არა ფულის მოგების სურვილი.2. მორიელი.მორიელი იმას იღებს, რაც მას სჭირდება, იღბალი საჭირო დროსა და ადგილს, თითქმის არასოდეს აყოვნებს. ის ყოველთვის რისკავს, რადგან იცის, რომ წარმატება ხშირად იქნება, მაგრამ არსებობს იშვიათი გამონაკლისები.3. თევზები.თევზებს ხშირად უმართლებთ, თითქოს მათ მფარველი ანგელოზი მუდამ თან დასდევთ. ძალიან რთულ სიტუაციაშიც კი მარტივად გამოსვლა შეუძლიათ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ თითქმის ყველა ადამიანს უმართლებს, ხოლო ვისაც ჯერ არ გაგიმართლათ, იცოდეთ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ გაქვთ.4. ლომი.ლომებს ფული, პატივისცემა და დიდება უყვართ და ამ ყველაფერს მარტივად აღწევენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლომების გვერდით მხოლოდ კარგი ადამიანები არიან, ისინი, ვინც მათ დაეხმარებიან, გვერდში დაუდგებიან და ეყვარებათ.5. კურო.კუროს რაღაც ძალით, სულ უმართლებს, თითქოს წარმატება მუდამ მათ ფეხქვეშაა. გამდიდრებისთვის, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყველაზე კარგი კანდიდატია.

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1713902879

ნახეთ, რა გელოდებათ დღეს - ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძიშეიმუშავეთ სამომავლოდ ახალი გეგმები და ახალი სტრატეგია, სასურველია, მოიძიოთ დამატებითი შემოსავლის წყარო.კუროყოველდღიური ერთფეროვნება დამღლელი და აუტანელი ხდება, შეეცადეთ, დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობით, რათა დრო არ დაგრჩეთ უსიამოვნო ფიქრებისთვის.ტყუპებიდღევანდელი დღე თქვენთვის საინტერესო, წარმატებული პერიოდის დასაწყისია, მოემზადეთ სასიამოვნო მოულოდნელობისთვის, დაფიქრდით, ხომ არ დადგა დრო, შეცვალოთ თქვენი ხისტი პრინციპები.კირჩხიბინუ იდარდებთ, დრო თავად მიუჩენს თავის ადგილს ყველას და ყველაფერს. ნუ შეეცდებით, ზედმეტად მიიქციოთ სხვების ყურადღება, ეს თქვენი ძალისხმევის გარეშეც მოხდება საჭირო დროს.ლომიწარმატებებმა და გარშემომყოფთა შექებამ, შესაძლოა, თავბრუ დაგახვიოთ და საქმიან სფეროში მხედველობიდან ისეთი დეტალები გამოგეპაროთ, რომელიც პერსპექტივაში პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ იყავით ძალიან დაკვირვებული და ფრთხილი.ქალწულიშესაძლოა, გარკვეული ინფორმაცია დამახინჯებულად მოგაწოდონ, რამაც გაურკვევლობა და ქაოსი შემოიტანოს თქვენს საქმიანობაში. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ადამიანის აზრი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ, ამ ეტაპზე, ჯობია, თქვენი შეხედულებებით იმოქმედოთ.სასწორიყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას და გაითვალისწინეთ ზოგადი რეკომენდაციები. საქმიან სფეროში იყავით უფრო გაბედული და შეუპოვარი.მორიელიშესაძლოა, ვნებებისა და სიყვარულის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაიცავით დიეტა, რადგან მერე არ მოგიწიოთ რადიკალური ზომების მიღება.მშვილდოსანიახლა პირადსა თუ საქმიან სფეროში კარდინალური ცვლილებების მიღების დრო არ არის, მეტი მოთმინება გამოიჩინეთ, მიჰყევით ძველ არჩეულ გზას, დანარჩენს ცხოვრება თავად გამოაჩენს.თხის რქაყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ეცადეთ მიირთვათ ახალი და არა კონსერვირებული პროდუქტები.მერწყულიზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ბიუჯეტს, სწორად გადაანაწილეთ ის. ეცადეთ, ამ ეტაპზე, მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები თუ პროდუქტები შეიძინოთ.თევზებიიყავით მეტად დამთმობი, წარმატებისა და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის, ხანდახან აუცილებელია კომპრომისზე წასვლა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს და ქმედებებს, ახლა ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენივე კეთილდღეობისთვის. 

გვირაბი

საზოგადოება 1713902861

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს.„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით  01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.