ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ავტობუსი

საზოგადოება 1711699509

ნახეთ მარშრუტები, სადაც 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება რვა წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე.„აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N3014-ზე მოძრაობდნენ. 24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მამარდა

საზოგადოება 1711699408

საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც მალე ევროპის საუკეთესო მეკარე გახდება - ესპანური მედია

ესპანური გამოცემა Diario AS გიორგი მამარდაშვილის გმირობაზე წერს და მის ვალენსიაში ტრანსფერს იხსენებს.,,გიორგი მამარდაშვილი საოცარი კაცია ვალენსიასთვის და ეროვნული გმირი საქართველოსთვის. 23 წლის გოლკიპერმა თავისი გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, როცა პენალტების სერიაში ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მისი პროგრესი იმდენად აშკარაა, რომ დიდი ევროპული კლუბების ინტერესი გამოიწვია.“ანტონიო ლოპესი არის ის აგენტი, ვინც გიორგი მაშინ აღმოაჩინა, როცა ის თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა. 2020 წლის 24 სექტემბერს, ქართული გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე გრანადას ეთამაშა, 0:2 დამარცდა, თუმცა მამარდამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.„მას იქამდე რვა თვე ვაკვირდებოდი და მან იმ შეხვედრაში, როგორც ფეხბურთელმა, იფეთქა." - აღნიშნა ლოპესმა, რომელმაც დაამატა, რომ სხვადასხვა გუნდებს სთავაზობდა მის შეძენას და პასუხად იღებდა: "ქართველი, ანტონიო?"საბოლოოდ, მისი ტრანსფერს მწვანე ვალენსიას აკადემიის დირექტორმა, ლუის მარტინესმა აუნთო: ,,ძალიან რთული მოლაპარაკებები იყო, რომელიც 350 ათასი ევროთი დაიწყო და 850 ათასით დასრულდა იმის გამო, რომ თავად ფეხბურთელის სურვილი იყო გუნდში გადასვლა.“საინტერესოა, რომ მამარდაშვილს ვალენსიას სარეზერვო გუნდში არასდროს უთამაშია, იმიტომ რომ მაშინდელმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა, იასპერ სილესენის და ხაუმე დომენეკის ტრავმების გამო, ფსონი მაშინვე მასზე გააკეთა. მან პირველ გუნდში წარმოაჩინა თავი და ბოლომდე იქ დარჩა. პირველი კონტრაქტი მან როგორც მეორე გუნდის ფეხბურთელმა გააფორმა და ვალენსიას ძირითად გუნდში თამაშით სხვადასხვა ბონუსები გამოიმუშავა.მისი დებიუტი 2021 წლის 13 აგვისტოს, ხეტაფესთან მოგებულ მატჩში შედგა და მან ზედიზედ შვიდ მატჩში ითამაშა, სანამ სევილიასთან ცუდი თამაში შედგებოდა, რომელმაც მისი სკამზე გადაჯდომა გამოიწვია: "პირველ მატჩებში მას იღბალი აკლდა, თუმცა საკმარისი სიძლიერე გამოაჩინა და გაუმჯობესებისთვის იბრძოლა. ის ბინაში მარტო ცხოვრობდა და საბუთები მე შევუგროვე. მას საქართველოში მხოლოდ 800 ევრო ჰქონდა გამომუშავებული." - ამბობს აგენტი, რომელმაც გიორგი აღმოაჩინა.მოსვლის შემდეგ ძალიან მალე, ყველასთვის უცნობი მეკარე ვალენსიას კარის მესაკუთრე გახდა - მან ზედიზედ 67 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2022-ში ბეტისთან თასის ფინალშიც ითამაშა. მისი ფასი 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ის ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა - ისეთ მეკარეებს უსწრებს, როგორებიც კურტუა, ობლაკი და ტერ შტეგენი არიან.„წინ დიდი გზაა გასავლელი. მე მგონია, რომ ის სულ მალე ევროპის საუკეთესო მეკარე გახდება. ის დღითიდღე უმჯობესდება." - ამბობს ანტონიო ლოპესი და ამატებს, რომ მამარდას ინგლისური ფეხბურთი ძალიან მოსწონს.იმავე აგენტის თქმით, კვარაცხელიაც ახლოს იყო ვალენსიაში გადასვლასთან, როცა უკრაინა-რუსეთის ომის გამო რუბინთან კონტრაქტი გაწყვიტა და უკლუბოდ იყო. ანტონიო ლოპესი ხვიჩას მამას შეხვდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

RoboCup 2024

საზოგადოება 1711698610

გახდი საქართველოს ჩემპიონი რობოტიკაში და გაემგზავრე RoboCup 2024-ზე

პირველად საქართველოში, მოსწავლეებს შორის რობოტიკის ეროვნული ჩემპიონატი ჭიათურაში გაიმართება, გამარჯვებული კი RoboCup 2024-ზე მიიღებს მონაწილეობას და გერმანიაში გაემგზავრება.რობოტიკის საქართველოს ჩემპიონატს ქალაქი ჭიათურა უმასპინძლებს, ხოლო ორგანიზატორია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი. ამისათვის კი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 4 მაისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირდით აქ: https://shorturl.at/kyEU0შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება  9-დან 17-წლამდე მოსწავლეებით საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან. უშუალოდ  წევრების გარდა საჭიროა, გუნდს ჰყავდეს სრულწლოვანი მენტორი.კონკურსში მონაწილე გუნდის მიერ შექმნილი რობოტი კი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ·რობოტის კონსტრუქციის მაქსიმალური დასაშვები ზომებია - 20x20x20 სმ. ·რობოტი უნდა იმართებოდეს/კონტროლდებოდეს ავტომატურად. დისტანციურად, ხელით, ინფორმაციული (სენსორით, კაბელით და ა.შ) მართვა აკრძალულია. ·ყველა რობოტი აღჭურვილი უნდა იყოს სახელურით ისე, რომ მისი გადაადგილება შეიძლებოდეს მისი დაზიანების გარეშე. ·რობოტს უნდა ჰქონდეს ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი მსაჯისთვის მკაფიოდ ხილულ ადგილას, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული გაშვებისა და დასრულების დროს. კონკურსის მიზანი ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება. შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, რომელიც 13-16 ივნისს, გერმანიაში, ჩატარდება. 

ღაზა

მსოფლიო 1711698539

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს დაავალა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება უზრუნველყოს

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს დაავალა, ღაზაში შიმშილის თავიდან აცილების მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება უზრუნველყოს."ისრაელმა უნდა იმოქმედოს დროულად, რათა უზრუნველყოს გადაუდებელი აუცილებლობის საბაზისო მომსახურებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.ისრაელის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზაში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელი "ჰამასია". ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების "ხმელეთით, ზღვით და ცით" მიწოდების უზრუნველსაყოფად, მუშაობენ ახალ ინიციატივებზე და აფართოებენ უკვე არსებულებს.

საქსტატი

ბიზნესი 1711698374

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია.საქსტატის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.