ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1714038815

ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და სხვა ქვეყნები - ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ იდეოლოგიას, წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებს - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრემიერმა საზოგადოებას ისევ შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და პროგრესული სამყაროს დანარჩენი ქვეყნები.ანალიტიკოსის განცხადებით, ფსევდო-ლიბერალიზმმა და მახინჯმა დოგმებმა წალეკა არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში, თუმცა, საქართველოსთან ერთად, დესტრუქციულ იდეოლოგიას წარმატებით გაუმკლავდებიან ისინი, ვინც სუვერენიტეტს, რწმენას და ღირებულებებს იცავს."პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას კვლავ შეახსენა თუ რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და პროგრესული სამყაროს სხვა ქვეყნები. ფსევდოლიბერალობამ და მახინჯმა დოგმებმა წალეკეს არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში. თუმცა, როგორც ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ, გლობალისტურ იდეოლოგიას, ასევე წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებსა და ტრადიციებს." - წერს გია აბაშიძე.

წვიმა

საზოგადოება 1714038780

„წვიმა, ელჭექი, სეტყვა...“ - უახლესი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.თბილისში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნდება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება აღინიშნოს. 27-29 აპრილსაც ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 აპრილს შენარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი იქნება.

სიცხე

მსოფლიო 1714038540

მეცნიერები ამბობენ, რომ ევროპაში მავნე სიცხის ტალღა ძლიერდება

ევროპაში სულ უფრო და უფრო მეტად ცხება. ბოლო დროს ისეთი სიცხეა, რომელსაც ადამიანი ვერ უმკლავდება. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა კოპერნიკმა და მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადეს.კლიმატის ანგარიშში მეცნიერებმა აღნიშნეს გასული წლის ექსტრემალური პირობები. საუბარია ივლისის სიცხეზეც. იმ დროს, სამხრეთ ევროპის 41% იმყოფებოდა ექსტრემალურ სიცხეში - რეკორდულად ევროპის უდიდესი ტერიტორია იყო ასეთ პირობებში.გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემალური სიცხე ჯანმრთელობის განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ გარეთ. ის ასევე საზიანოა ადრე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა გულის დაავადება და დიაბეტი.მაგალითად, გასული წლის ივლისში, იტალიის ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა 7%-ით მეტი სიკვდილი, ვიდრე ჩვეულებრივ. საერთო ჯამში, მეცნიერთა თქმით, ევროპაში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.გასული წელი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იყო რეკორდების დაწყების დღიდან. ევროპა კი ის კონტინენტია, სადაც ტემპერატურა ყველაზე სწრაფად იზრდება.სიცხემ ასევე შეუწყო ხელი წყალდიდობას. ეს იმიტომ ხდება, რომ თბილ ატმოსფეროს შეუძლია მეტი ტენიანობის შენარჩუნება, რაც იწვევს უხვ ნალექს. ამრიგად, გასულ წელს სლოვენიაში წყალდიდობის შედეგად 1,5 მილიონი ადამიანი დაზარალდა.საბერძნეთმა განიცადა ევროკავშირის უდიდესი ტყის ხანძარი და ალპურმა მყინვარებმა დარჩენილი მოცულობის 10% დაკარგეს 2022 და 2023 წლებში.

ყიფშიძე

საზოგადოება 1714037604

„ასეთი ამაყი ჯერ არ ვყოფილვარ...“ - გიორგი ყიფშიძის ემოციური მიმართვა

მსახიობი, გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, წარწერით:„აი ესენი არიან საქართველოს სიამაყეები. ცრემლის გარეშე ვერ ვუსმენ. ეს გადაცემა ჩვენი სავიზიტო ბარათია. რა თაობა მოდის. ასეთი ამაყი ჯერ არ ვყოფილვარ...“-წერს გიორგი ყიფშიძე.ნახეთ, ვიდეო:

დიეტა

მეცნიერება 1714037580

ხმელთაშუა ზღვის დიეტა ხელს უშლის ჰიპერტონიას – ახალი კვლევა

ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა) ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ზოგიერთ დიეტას ჰიპერტონიის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია.მკვლევრებმა საბერძნეთიდან ახლახან გამოაქვეყნეს კვლევა. მეცნიერები იკვლევდნენ ადამიანებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას 20 წლის განმავლობაში იცავდნენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად იცავდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ჰიპერტონიის განვითარების უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ იცავდა ამ დიეტას.ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოიცავს ბოსტნეულს, ხილს, თხილს, თესლს, მთლიან მარცვლეულს, პარკოსნებს, ჯანსაღ ზეთებს და ზომიერი რაოდენობით თევზსა და ზღვის პროდუქტებს. იმის მიუხედავად, რომ დიეტამ უნდა გამოიწვიოს ჰიპერტონიის შემცირება, ამ საკითხზე გრძელვადიანი კვლევა დღემდე არ იყო ჩატარებული. კვლევა 2002 წელს დაიწყო და 2022 წლამდე გაგრძელდა. კვლევა საბერძნეთში მცხოვრებ 3042 ადამიანს შორის ჩატარდა. კვლევის დასაწყისში მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 41 წელი, მამაკაცები შეადგენდნენ ჯგუფის 44 %–ს, ხოლო ქალები 56 %–ს. კვლევის ერთ–ერთი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეებს არ უნდა ჰქონოდათ ჰიპერტონია კვლევის დასაწყისში.მონაწილეებს მოუწოდეს დაეცვათ ხმელთაშუა ზღვის დიეტა და ქულების მინიჭება მოცემული საკვები პროდუქტების მიღებაზე: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, კარტოფილი, პარკოსნები, თევზი, ზეითუნის ზეთი. მონაწილეები კარგავდნენ ქულებს, როცა მიირთმევდნენ პროდუქტებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტაში არ შედიოდა, მათ შორის ცხიმიანი რძის პროდუქტები, ფრინველის და წითელი ხორცი.20 წლის განმავლობაში მკვლევრები აკვირდებოდნენ მონაწილეებს მათი დიეტის შესაფასებლად, ჰიპერტონიის, მაღალი ქოლესტერინის, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების შესასწავლად.მკვლევრებმა ბოლო ეტაპზე გააანალიზეს 1415 მონაწილის მონაცემები. აღმოაჩინეს, რომ მონაწილეებს, რომლებიც ზუსტად იცავდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ჰიპერტონიის განვითარების ყველაზე დაბალი რისკი ჰქონდათ.კვლევის მონაწილეებს, რომლებიც ცუდად იცავდნენ დიეტას, კვლევის ბოლოს ჰიპერტონიის მაჩვენებელი ჰქონდათ 35, 5%. საშუალო ჯგუფს ჰქონდა ჰიპერტონიის მაჩვენებელი 22, 5%. შედარებისთვის, ჯგუფში, რომელიც ყველაზე უკეთ იცავდა დიეტას, ჰიპერტონიის მაჩვენებელი იყო 8, 7%.კვლევის შედეგები ხაზს უსვამს კვების ჩვევების მნიშვნელობას ჰიპერტონიის განვითარების რისკის შესამცირებლად. ასევე აჩვენებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა ჰიპერტონიის განვითარების რისკის შემცირებას ხელს უწყობს.მედიცინის დოქტორი კვლევის მთავარ ნაკლოვანებაზე მიუთითებს:„ეს კვლევა ჩატარდა ერთგვაროვან პოპულაციაში (ბერძენი ზრდასრულები) და უცნობია, იქნება თუ არა შედეგები შესაბამისი უფრო მრავალფეროვან პოპულაციაში" – აღნიშნავს ის.