ზაზა ფაჩულიას 2017 წლის „გოლდენ სტეიტ უორიორსის" დაჯილდოების ცერემონია.ლოს - ანჟელესში (ვიდეო)

15:10 07-13-2017
299

ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, რამდენიმე დღის წინ, "ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის" ჩემპიონი გახდა. დღეს, ლოს-ანჟელესში, გაიმართა  2017 წლის „გოლდენ სტეიტ უორიორსის", დაჯილდოების ცერემონია.

შეგახსენებთ, რომ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონ „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც, მომდევნო სეზონში ფაჩულია 3.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

NBA -  გახლავთ მსოფლიოს უძლიერესი ლიგა, რომელიც, პლანეტის საუკეთსო მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. პირველად, ისტორიაში, ამერიკის ნაციონალური პროფესიული ლიგის გამარჯვებული ქართველი კალათბურთელი გახდა.  

ფაჩულიასთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა,  კევინ დიურანტმა, რომელიც, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და დაჯილდოვების ცერემონიალზე  "MVP"-ის ტიტულიც დაიმსახურა.

ზაზა ფაჩულიას მაქსიმალური შედეგი აქამდე "პლეი ოფის" მეორე რაუნდი, ანუ ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა იყო, რომელიც მან 9 წლის წინ "ატლანტა ჰოუქსის" შემადგენლობაში მოახერხა. ზაზამ ძლიერი 2015-16 წლების სეზონი ჩაატარა "დალსში", რის შემდეგაც საჩემპიონოდ მომართულ "გოლდენ სტეიტი" გადავიდა და დღეს მსოფლიოს ყველა კალათბურთელისთვის საოცნებო NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.

გაცნობებთ, რომ, გოლდენ სტეიტ უორიორსი (Golden State Warriors) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბია, რომელიც აშშ-ის "ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში" თამაშობს. უორიორსი არის წევრი წყნარი ოკეანის დივიზიონის, რომელიც დასავლეთ კონფერენციას  ეკუთვნის. 

გოლდენ სტეიტ უორიორსს NBA 4-ჯერ აქვს მოგებული. 2015 წელს, მათ ფინალში დაამარცხეს კლივლენდ კავალიერსი..

უორიორსმა ასევე დაამყარა რეკორდი, რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი მოგებული თამაშით. 2015-16  წლის NBA რეგულარულ სეზონში მათ მოიპოვეს 73 გამარჯვება და დამარცხდნენ 9-ჯერ, რითაც გააუმჯობესეს "ჩიკაგო ბულზის"  20 წლის წინანდელი რეკორდი.

იხ. ვიდეო:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე