00:21 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

ნეთანიაჰუ ისრაელის სრულ ბლოკადა აცხადებს

თუ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია არ გაუმჯობესდება, ისრაელის ხელისუფლება ქვეყანაში სრული ბლოკადისთვის ემზადება. ამის შესახებ დღეს საღამოს პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებისადმი საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

 

ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით, მთელ მსოფლიოში იდგმება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ მესამე დღეს ორმაგდება. ერთ კვირაში შეიძლება ათასობით ავადმყოფი გვყავდეს, რომელთა ნაწილი სიკვდილის ზღვარზე იქნება. თუ არ დავინახავთ ამ სიტუაციის უსწრაფეს გაუმჯობესებას, არჩევანი აღარ დაგვრჩება, გარდა სრული ბლოკადისა… ეს რამდენიმე დღის საქმეა“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

პრემიერმინისტრის თქმით, ხელისუფლება ბლოკადის რეჟიმისთვის უკვე ყველა ზომას იღებს – ლოგიკურს და იურიდიულს.

 

ისრაელში ინფიცირებულთა რიცხვმა 2369-ს მიაღწია, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი