01:03 | 2020-06-02 ავტორი: თამთა თორდია

ნელის პროვოკაცია გამოუვიდა! – ნიკა ბასილაშვილის ძმა ცნობილ ინციდენტზე

ნელის პროვოკაცია გამოუვიდა! – ნიკა ბასილაშვილის ძმა ცნობილ ინციდენტზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა, თენგო ბასილაშვილი ამბობს, რომ მის ძმას ნეკა დოროყაშვილისთვის 100 000 არასდროს არ გადაუხდია.

 

მისი თქმით, ამ თემაზე მისთვის საუბარი ძალიან ძნელია.

 

„ჩემთვის ძალიან ძნელია ამ თემაზე­ ლაპარაკი. ითქვა, თითქოს ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკას წარმატებაში, ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს“, – ამბობს, „კვირის პალიტრასთან“ თენგო ბასილაშვილი.

 

მისი თქმით, თვეში 100 000 ლარი ნიკოლოზს ნეკასთავის არასოდეს გადაუხდია.

 

„თვეში 100.000 ლარიც არასდროს გადაუხდია. ეს იმხელა თანხაა, ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ თავის ოჯახს არაფერს აკლებდა“, – ამბობს თენგო ბასილაშვილი.

ნიკოლოზი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში! - ახალი დეტალები ყველაზე გახმაურებული სკანდალის გარშემო
2020-05-28ნიკოლოზი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში! - ახალი დეტალები ყველაზე გახმაურებული სკანდალის გარშემო

 

თენგო ბასილაშვილი ამბობს, რომ იმ დღეს ბავშვის ნახვის საათები ამოწურული არ იყო, როდესაც ნეკა მათ სახლში შეიჭრა.

 

„ჩემი აზრით, ეს დაგეგმილი იყო. ნელი დაუკითხავად არასდროს მოსულა ჩვენი მშობლების სახლში. კამერაში ნათლად ჩანს, რომ ნელიზე არავის უძალადია. ეს ტყუილია! სასაცილოა, თითქოს მამაჩემი გაეკიდა. მას ორივე მუხლზე მენისკი აქვს, აჩქარებით სიარულიც კი არ შეუძლია…

 

თუმცა, ფაქტია, რომ ნელის პროვოკაცია გამოუვიდა“, – ამბობს თენგო ბასილაშვილი.

 

მისი თქმით, ნელის ქონებასთან აქვს პრეტენზიები და ნიკაც ყოველთვის ელოდა ცუდს. ამიტომ ძალიან მალე სიმართლეც გაირკვევა.

 

„სიმართლე გაირკვევა, მაგრამ საზოგადოებამ შეიძლება იმ ადამიანების ნდობა დაკარგოს, ვინც მართლა ძალადობის მსხვერპლია.

 

ამ პერიოდში ბევრმა ჩოგბურთელმა, ვინც ნიკას იცნობს, დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა. საქართველოში ძალიან ბევრმა, ვინც პირადად არც კი იცნობს ჩემს ძმას, მხარი დაუჭირა და მინდა მათ ნიკას სახელით მადლობა გადავუხადო“, – აცხადებს თენგო ბასილაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ - რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი
2020-05-28ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ - რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი
Exclusive: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს
2020-05-25Exclusive: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X