23:27 | 2020-07-01 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ნეკა შეყვარებული ქალი იყო… სარჩელი უნდა გამოიტანოს” – ბასილაშვილის სკანდალში ოჯახის მოძღვარი ჩაერთო

“ნეკა შეყვარებული ქალი იყო… სარჩელი უნდა გამოიტანოს” – ბასილაშვილის სკანდალში ოჯახის მოძღვარი ჩაერთო

ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძღვარი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ნეკა დოროყაშვილს ურჩევს სასამართლოდან სარჩელი გამოიტანოს.

 

“პრაიმტაიმი” მამა ანთიმოზს დაუკავშირდა და დაინტერესდა რატომ ურჩევს ის დოროყაშვილს ყოფილ ქმართან დავის შეწყვეტას.

 

– მამა ანთიმოზ, რატომ ურჩევთ ნეკა დოროყაშვილს სარჩელის გამოტანას?

 

– რატომ გადავწყვიტე და ეს არის ოჯახური სკანდალი, რომელსაც ყველა განიხილავს, მე დავწერე მათ ჯვარი და ამიტომაც ვურჩევ ნეკას, არ გახადოს ეს ამბავი ქვეყნის გასარჩევი.

 

– იცოდით ოჯახური კონფლიქტი რომ ჰქონდა დოროყაშვილი-ბასილაშვილის წყვილს?

 

– რა თქმა უნდა ვიცოდი, მაგრამ არ მიცდია ამ კონფლიქტის სიღრმეებში ჩასვლა. არ იყო ჩემი საქმე.

 

– ამ სკანდალის შემდეგ, გქონდათ ნიკასთან ან ნეკასთან ურთიერთობა?

 

აუცილებლად გაამართლებენ - რას ამბობს მოძღვარი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ჯვარი დასწერა
2020-05-26აუცილებლად გაამართლებენ - რას ამბობს მოძღვარი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ჯვარი დასწერა

 

– რაც მე პენსიაზე გავედი, ჩემს სულიერ შვილებთან ურთიერთობაც შევწყვიტე. ნიკასთან ერთი წელია ურთიერთობა აღარ მაქვს, მამამისს თენგოს ვწერ ხანდახან სოციალურ ქსელში. ახლა უკვე დავბრუნდი და აღვადგენ ურთიერთობას ჩემს სულიერ შვილებთანაც, მე ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა.

 

– ნიკას ბრალად ედება ძალადობა, თქვენთვის ეს დამაჯერებელია?

 

– წარმოუდგენელია ჩემთვის ნიკას მხრიდან ძალადობა. ნეკა შეყვარებული ქალი იყო და ვურჩევ დამშვიდდეს. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

 

– როგორ ფიქრობთ, ნიკოლოზის ცხოვრებაში ახალი რჩეულის გამოჩენამ გააღიზიანა ნეკა დოროყაშვილი?

 

– მე რას მეკითხებით? თქვენ გოგო ხართ და ყველაფერს კარგად ხვდებით.

 

– იცნობთ, ნიკოლოზის ახალ რჩეულს?

 

– არ ვიცნობ, ვნახე ეს გოგონა, ჩოგბურთელია, კარგი გოგონაა და ჩოგბურთელს ჩოგბურთელი უნდა ჰყავდეს გვერდით.

 

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ 21 მაისს დააკავა. მას ბრალად ოჯახური ძალადობა ედება.

 

„ჟიზნ ნე სახარ“ - მამა ანთიმოზი ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს
2020-05-24„ჟიზნ ნე სახარ“ - მამა ანთიმოზი ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს

 

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი)  ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2020 წლის 8 ივნისს, 9 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა, რადგან დარწმუნდა რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის დადასტურების შესახებ, ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის ოჯახის წევრებს არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ თავად მხარეებიც დაეთანხმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X